ირაკლი კობახიძე: თუ აქვთ იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი თანხის სანაცვლოდ, როგორიც არ უნდა იყოს ეს თანხა, ვინმეს ქვეყანას გაანადგურებინებს, მათ არ სცნობიათ კარგად ბიძინა ივანიშვილი და მისი ხასიათი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
381 10 მაისი 2022, 13:59

,,რაც შეეხება, ერთი თვის განმავლობაში, გადარიცხვის შეფერხებას. როდესაც ასეთ გადარიცხვას, სტანდარტულს, სჭირდება რამდენიმე საათი, როდესაც ასეთი რამ ხდება და როდესაც შვეიცარიული ბანკი მთელი საბანკო სისტემის რეპუტაციას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, იქ, რა თქმა უნდა, უფრო ღრმა ეჭვებში შეიძლება შეხვიდე.,’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თუ ეს არის ბანკის მხრიდან პოლიტიკური შანტაჟი და მათ გგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმე თანხის სანაცვლოდ ვინმეს ქვეყანას გაანადგურებინებს, მათ არ სცნობიათ ბიძინა ივანიშვილი. ,,ამაზეა საუბარი, ხომ არ არის ეს შანტაჟი? მითუმეტეს, რომ თავად ბანკის განცხადებაში პოლიტიკური მესიჯი იყო გამორეული. თუ ეს არის პოლიტიკური შანტაჟი, კიდევ ერთხელ, გავიმეორებ, რომ მათ არ სცნობიათ ბიძინა ივანიშვილი. თუ აქვთ იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილ თანხის სანაცვლოდ, როგორიც არ უნდა იყოს ეს თანხა, ვინმეს ქვეყანას გაანადგურებინებს, მათ არ სცნობიათ კარგად, ბიძინა ივანიშვილი და მისი ხასიათი,’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, ჩვენი მოლოდინი ეფუძნება ღირებულებით თანხვედრას პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან
ირაკლი კობახიძე - აშშ-ის პრეზიდენტი თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს კვო, რაც დღეს არის
ირაკლი კობახიძე - ვამბობდით, რომ USAID-ი, NED-ი, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა ჩვენი თანამოქალაქეები ამაში დაარწმუნა
ირაკლი კობახიძე - 2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ ჩვენი მონაწილეობით ავღანეთისა და ერაყის მისიებში, სამართლიანობა არის ერთადერთი მოთხოვნა, რასაც ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე ვაყენებთ
ეგზიტპოლის თანახმად, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი, ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი 54.9 პროცენტით ლიდერობს
არქივი