დიახ, ვღელავ საქართველოზე და მოლდოვაზე - სენატორი ლინდსი გრემი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
208 11 მაისი 2022, 12:22

აშშ-ის სენატში საქართველოს და უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები კეთდება - ორპარტიული რეზოლუცია დღეს წარადგინეს. დოკუმენტში ისმის მოწოდება სახელმწიფო მდივნის მიმართ, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში შეიყვანოს. ტექსტში ნახსენებია საქართველოც, როგორც რუსული აგრესიის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე. სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ რუსეთს თუ არ შეაკავებენ მხოლოდ უკრაინაზე არ გაჩერდება. 

"კურიერის" შეკითხვაზე, თუ რამდენად არის რუსეთის აგრესიის საფრთხე, უკრაინის გარდა, რეგიონის სხვა ქვეყნებში, იზიარებს თუ არა მისი კოლეგების წუხილს, საქართველოს და მოლდოვის წინააღმდეგ აგრესიის სავარაუდო გაგრძელებაზე, სამხრეთ კაროლინას შტატის სენატორმა, ლინდსი გრემმა უპაუსხა, რომ რუსეთი, თუ არ შეაკავებენ, მხოლოდ უკრაინაზე არ გაჩერედება და ის აგრესიას გააგრძელებს. მით უმეტეს, რომ საქართველოს 2 რეგიონი მას უკვე ოკუპირებული აქვს.

"მე ვიზიარებ შეშფოთებას, რომ ის უფრო შორს წავა, ვიდრე უკრაინაა. საქართველოში 2 რეგიონია ოკუპირებული და მოლდოვაში ახალი ფრონტის გახსნაზე საუბრობს. თეორია, რომ უკრაინას ნაცისტები მართავენ, სასაცილო და შეურაცხმყოფელია - უკრაინელები თავისუფლებისთვის იბრძვიან. იდეა იმის შესახებ, რომ ნატო ამ აგრესიის მიზეზი და ნაწილობრივ პაუსიხმგებელია პუტინის ქმედებებზე, აბსოლუტურად არასწორია. პუტინმა მისი გეგმების შესახებ, შარშან ივნისში გამოაცხადა. ეს გეგმა ევროპის რუკის ხელახლა შედგენას და რამდენადაც შეძლებდა, საბჭოთა იმპერიის, ყოფილი საბჭოთა კავშირის აღდგენას ეხებოდა.

აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ თუ უკრაინაში არ შევაჩერეთ, კიდევ უფრო წინ წავა. რუსეთისთვის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანია. ის 20 წელია ისეთ საქმეებს ჩადის, რომელთა გამოც ამ წოდებას იმსახურებს. იგი არღვევს ქვეყნების სუვერენიტეტს და მისი გეგმები უკრაინას ბევრად ცდება. დიახ, ვღელავ საქართველოზე და ვღელავ მოლდოვაზე," - განაცხადა გრემმა.

ლინდსი გრემის ინიციატივას ძლიერი მხარდაჭერა აქვს დემოკრატიულ პარტიაშიც. ქვედა პალატის სპიკერიმა ნენსი პელოსიმ თქვა, რომ ამ გადაწყვეტილების აქტიური მხარდამჭერია. რეზოლუციის თანაავტორმა, დემოკრატმა რიჩარდ ბლუმენტალმა "კურიერს" უთხრა, რომ თუკი პუტინს არ შეაჩერებენ, საფრთხე უკრანას გაცდება. 

"პუტინი ბოროტმოქმედი და მჩაგვრელია. ის იქნება მზარდი საფრთხე ევროპის და მსოფლიოსთვის, ვიდრე არ შეაჩერებენ, ამიტომაც არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება რისკის ქვეშ. ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსის განსაზღვრა უბიძგებს სხვა ევროპულ ქვეყნებს და მსოფლიოს, მოექცნენ მას როგორც ბოროტმოქმედს და მჩაგვრელს და მასთან გარიგებებს თავი აარიდონ", - განაცხადა ბლუმენტალმა.ა

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია ვოლსკი - საკანი ის ადგილია, რომელსაც ზოგიერთმა ოპოზიციონერმა თავი შეაფარა იმ პასუხისმგებლობის არიდებისთვის, რაც 4 ოქტომბერს დააანონსეს
მიხეილ ყაველაშვილს 16 ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტების არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ გიორგი კანდელაკსა და კიდევ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ლაშა დარსალია - საქართველოს მთავრობა ადასტურებს მტკიცე ვალდებულებას, ჩაატაროს თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე გარემოში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
ლაშა დარსალია - საქართველოს მთავრობა რჩება ღია და ერთგული, იმუშაოს პარტნიორებთან საერთო ინტერესის ყველა საკითხზე, მკაფიო მოტივით, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს მეგობრული ურთიერთობები
არქივი