ნიკოლოზ სამხარაძე: სისხლის სამართლის ერთი კონკრეტული საქმე ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
216 17 მაისი 2022, 17:54

სისხლის სამართლის ერთი კონკრეტული საქმე ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, - ასე უპასუხა „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ოპოზიციის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილმა განაჩენმა შესაძლოა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეაფერხოს.

„ცოტა ხნის წინ ჩვენმა ქვეყანამ პასუხი გასცა 3000-მდე კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს სასამართლო, ფისკალური დამოუკიდებლობა, თვითმმართველობა და ა.შ. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღება ამ კითხვებზე პასუხის შედეგად. რომელიმე კონკრეტული საქმე ვერასოდეს გახდება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელი ფაქტორი. ამ მხრივ ოპოზიციის სპეკულაციები უსაფუძვლოა. მათ სურთ, რომ აჟიოტაჟი გამოიწვიონ, როგორმე შექმნან ქვეყანაში იმის განცდა, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა, თუმცა გარწმუნებთ, რომ ეს ნამდვილად ასე არაა“, - ამბობს სამხარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - შეიძლება, ქვეყანა გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ქვეყნიდან, სამწუხაროდ, ბალტიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტა ამის კარგი მაგალითია
ვლადიმერ პუტინი რომის პაპს, ლეო XIV-ს ტელეფონით ესაუბრა
შალვა პაპუაშვილი: ქართველმა ხალხმა გამოცდა ჩააბარა 34 წლის წინ, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ყველა გამოცდა, რაც კი შეიძლება, ჩააბაროს ერმა, ჩაბარებული გვაქვს
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვსაუბრობთ „დიფ სთეითზე“ როგორც არაფორმალურ მმართველობაზე, არ აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია და აქვს ეკონომიკური, ფინანსური, თუ ბიუროკრატიული ბერკეტები
შალვა პაპუაშვილი: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ვთავაზობთ, არაფრისმომცემი სიტყვების ნაცვლად, გვქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელშიც გაწერილი იქნება, რა არის ამერიკელი და ქართველი ხალხების ინტერესები და სად ვთანხმდებით
არქივი