რობერტა მეცოლა - ჩვენ გვჭირდება სამივე ქვეყნის მიღება, როგორც კანდიდატი ქვეყნების, ეს ფორმულირება ასახული იქნება დღევანდელ გადაწყვეტილებებში ევროკავშირის საბჭოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
199 23 ივნისი 2022, 12:08

ევროპარლამენტმა პირველივე დღიდან განსაზღვრა, რომ გვჭირდება სამივე ქვეყნის მიღება, როგორც კანდიდატი ქვეყნების, ეს ფორმულირება ასახული იქნება ევროკავშირის საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებებში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ბრიუსელში განუცხადა, სადაც დღეს ევროპული საბჭოს სამიტი უნდა გაიმართოს.

„ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში ბევრ ქართველს ვესაუბრე. საბჭოს დასკვნის ფორმულირება ხსნის გზას საქართველოსთვის. ეს არის ის, რაც ევროპარლამენტმა განსაზღვრა პირველივე დღიდან, რომ ჩვენ გვჭირდება სამივე ქვეყნის მიღება, როგორც კანდიდატი ქვეყნების. ეს ფორმულირება ასახული იქნება დღევანდელ გადაწყვეტილებებში ევროკავშირის საბჭოში. დღეს ასევე არის ისტორიული და განსაკუთრებული დღე, რადგან გვაქვს ომი ჩვენს კონტინენტზე და იმედი მაქვს, მივცემთ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
კირ სტარმერი - ევროპელი ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი თანხმდებიან, რომ რუსეთის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიუღებელია
"როიტერი" - სტამბოლში რუსეთმა წამოაყენა მოთხოვნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვოს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები
რომის პაპი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვის ინიციატივით გამოვიდა
ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარია აპირებს გამოცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და სხვა პარტიების მხრიდან ბულინგის ეშინია
არქივი