სერგო ორჯონიკიძე, ბუდუ მდივანი და იოსებ სტალინიც ქართველები იყვნენ, რომლებმაც ამოაგდეს და მოსპეს საქართველო, ისეთი ქართველები იყვნენ, როგორიც არახამიაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
354 08 ივლისი 2022, 13:34

"გამარჯობა“ იცის არახამიამ მარტო ქართულად, აქ რომ მედია არ იყოს, ერთი 3 სიტყვას მე შევახსენებდი კიდევ ქართულად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რითაც სანქციების თაობაზე უკრაინაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, არახამიას მსგავსი ქართველები იყვნენ სერგო ორჯონიკიძე, ბუდუ მდივანი და იოსებ სტალინი.

„სად არის მტკიცებულებები, რაიმე მტკიცებულებები არის წარმოდგენილი, რომ მე აქედან ვაგზავნი რაღაცებს პუტინისთვის, რომ მერე მან ესროლოს უბედურ უკრაინელ ხალხს?! ამას ვინ აკეთებს? ამას აკეთებს ე.წ. ქართველი, მასეთი ქართველი იყო სერგო ორჯონიკიძეც, ბუდუ მდივანი და იოსებ სტალინიც, ასეთი ქართველები იყვნენ, რომლებმაც ამოაგდეს და მოსპეს საქართველო, ასეთი ქართველები იყვნენ, როგორიც არახამიაა დღეს, რომელიც გაშმაგებით ებრძვის თავის ქვეყანას. „გამარჯობა“ იცის მარტო, ერთი სიტყვა ქართულად, ახლა აქ რომ მედია არ იყოს, ერთი სამ სიტყვას მე შევახსენებდი კიდევ ქართულად,“ - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში
ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ
არქივი