დედაქალაქის მერია „სითი პარკის“ მიერ მოქალაქეებისთვის დაკისრებული ჯარიმების ჩამოწერას გეგმავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
223 19 თებერვალი 2020, 11:32

დედაქალაქის მერია „სითი პარკის“ მიერ მოქალაქეებისთვის დაკისრებული 850 ათასი ლარის ღირებულების ჯარიმების ჩამოწერას გეგმავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს აღნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება დაავალა.

„კომპანია „სითი პარკთან“ ჩვენ 2018 წლის 10 აპრილს გავწყვიტეთ ხელშეკრულება ცალმხრივად. კომპანიამ სასამართლოში დაიწყო დავა, ემზადებოდა არბიტრაჟში წასასვლელად. მოვახერხეთ, რომ მოვილაპარაკეთ. დღეის მდგომარეობით, საქმე აღარც სასამართლოშია დავა და კომპანია არბიტრაჟში წასასვლელადაც აღარ ემზადება. წამოვიღეთ ევაკუატორები, სამკერდე კამერები, ტერმინალები, სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა, რაც ამ სისტემის სამართავად არის საჭირო. ჩვენ შევისყიდეთ ათასობით ჯარიმის მოთხოვნის უფლება, ეს არის თავის დროზე კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმები. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ეს ჯარიმები ლახავდა მოქალაქეების უფლებებს, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი კომპანიისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი. ჩვენ გვახსოვს, რამდენი უკმაყოფილება იყო ამ კომპანიის მიმართ. დღეს ამ საქმიანობას აგრძელებს ჩვენი სატრანსპორტო კომპანია, „თბილისი პარკინგი“. დაახლოებით წლის განმავლობაში მილიონ 200 ათასი ჯარიმა იწერებოდა „სითი პარკის“ მიერ. მას შემდეგ, რაც თბილისის სატრანსპორტო კომპანია ოპერირებს, დაახლოებით 5 ათასი ჯარიმა იწერება და ქალაქში არის წესრიგი, არ არსებობენ უკმაყოფილო ადამიანები. მოქალაქეებს ჩამოეწერებათ ეს ჯარიმები, დაახლოებით 850 ათასი ლარის ღირებულების. აქ იგულისხმება ჯარიმები, რომლებიც გადაცემულია აღსრულების ბიუროს და, რომლის ფარგლებში იძულებითი ღონისძიებების გატარება უწევს უწყებას. მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის წარდგენა პარლამენტისთვის. იმედია, პარლამენტი მხარს დაგვიჭრეს და გადაწყვეტილება იქნება დადებითი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ გამზარდია სანდოდ არ მიიჩნევს გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილი მას ანტიდასავლური განცხადების გაკეთებას სთხოვდა
ირაკლი ზარქუა - არ ვიცი, ანიტას და მის ბელადს რა ჩანაფიქრი აქვთ, მაგრამ ვინც კანონს დაარღვევს, ყველა თანასწორია, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის, რას წარმოადგენს, ოპოზიციაა, თუ რიგითი წევრი
„ნაცმოძრაობას“ ხელს რომ ართმევს ზოგიერთი ელჩი; სახალხო პარტია მიხეილ სააკაშვილისთვის ცარიელ სკამს რომ გამოყოფს-ხოლმე, ხომ აჩვენებს სინამდვილეში, რა უნდა ზოგიერთ უცხოელს ჩვენთვის - უნდათ, გაგვიმეორონ 90-იანები
შალვა პაპუაშვილი ბაჩიაშვილზე: ადამიანი არის ჩვეულებრივი მაქინატორი, ასე რომ მისი სიტყვის მიმართ დამაჯერებლობა რომ არის ძალიან დაბალი
დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა 2009 წლის 15 ივნისს, შსს-ს თბილისის მთავარ სამმართველოსთან ხელკეტით გაუსწორდა საპროტესტო აქციის მშვიდობიან მონაწილეებს
არქივი