
ჩვენ შურს ვიძიებთ რუსეთის ფედერაციის მიერ ყველა მოკლული ან დასახიჩრებული ჯარისკაცის გამო, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვალერი ზალუჟნმა ოლენივკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა.
„რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. სისასტიკე, რასაც რუსები ჩვენი სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ სჩადიან, დაუოკებელ რისხვას იწვევს. რუსი სამხედრო დამნაშავეებისგან განსხვავებით, ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს“, – აღნიშნა ზალუჟნმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, რათა დაისაჯონ დამნაშავეები მათი თანამებრძოლების, ისევე როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების გამო.
„ამ დანაშაულებს ვადა არ გასდით. ჩვენმა მტრებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ დედამიწაზე მათ ადგილი არ აქვთ" , - დასძინა ზალუჟნმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |