
ხედავთ, კიდევ როგორ იმუქრება?! ვერ ეღირსებით ხელისუფლებაში დაბრუნებას, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში სააკაშვილის მმართველობის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი ვანო მერაბიშვილის მიერ ხელისუფლების დამხობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.
მეტრეველი წერს,რომ საზოგადოებას კარგად ახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლები და ხალხი მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დაუშვებს.
„ხალხი არ დაუშვებს თქვენს მობრუნებას თქვე დაუნდობელო ჯალათებო. რაც არ უნდა შეცდომები ჰქონდეს ოცნებას, ხალხი თქვენ უკან არ მოგიშვებთ. კარგად გვახსოვს თქვენი სისხლის მდინარეები, თქვე დაუნდობელო მკვლელებო“, - წერს ია მეტრეველი.
ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე. 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეების განხილვა ამ დრომდე გრძელდება და ბრალდების რიგით მეექვსე საქმეზე განაჩენი მალევე უნდა გამოცხადდეს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |