ვაჟა-ფშაველას II კვარტალში ფარეხების ნაცვლად, ორი სკვერი ეწყობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
217 03 აგვისტო 2022, 17:18

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N14 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

პირველ ეტაპზე, ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი მიმდინარეობს, შემდეგ კი, დაახლოებით, 1 100 კვ. მ ფართობზე დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყობა. პროექტის ფარგლებში, განთავსდება ბავშვთა-გასართობი სივრცე, დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.

ახალი დასასვენებელი სივრცე ასევე, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N19 კორპუსის მიმდებარედ ეწყობა. ადგილობრივი მოსახლეობის სურვილით და ინიციატივით, მიმდებარე ტერიტორიაზე 17 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. ტერიტორიის ნაწილზე გამწვანებული, კეთილმოწყობილი სკვერი მოეწყობა, ნაწილზე კი ადგილობრივების სურვილით, ავტოსადგომი იქნება.

სამუშაო პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია პროკურატურის განცხადებაზე, რომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, აცხადებს, რომ ყველაფერი დადოკუმენტირებული და იურიდიულად გამყარებულია
გიორგი კალანდარიშვილი: ვალდებული ვართ, რომ ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ჰქონდეს მუდმივად ობიექტური და სწორი ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
მეუფე შიო: უწმინდესი გახდა ჩვენთვის მაგალითი იმ თვისებებისა, რომლებიც არის წინასწარმეტყველთა მსახურების საფუძველი: ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქადაგების სიმამაცე და უშიშრობა
მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა, შვედეთის პრემიერის მიერ დასახელებული ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა, შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი, კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით
მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს რიკი მარტინის, ელტონ ჯონისა და ნილ პატრიკ ჰარისის სპერმის უკანონო ყიდვაში ადანაშაულებენ
არქივი