ალექსეი რეზნიკოვი - ნებისმიერი მცდელობა, გაუთანაბრო არაპროვოცირებული რუსული აგრესია და უკრაინის თავდაცვა, როგორც ეს „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიშშია, მეტყველებს ადეკვატურობის დაკარგვაზე და არის ავტორიტეტის დაკარგვის საშუალება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
834 04 აგვისტო 2022, 23:06

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალმა“ ადეკვატურობა დაკარგა.  ამის შესახებ რეზნიკოვმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი  გამოეხმაურა „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიშს, რომელშიც უფლებადამცველები წერენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხედრო ტექნიკას სამოქალაქო ობიექტებში, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებში  განალაგებდნენ.

„ნებისმიერი მცდელობები – კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო უკრაინელების უფლება, თავი დაიცვან გენოციდისგან, დაიცვან სახლი და ოჯახები, დაიცვან საკუთარი სიცოცხლე, დაიცვან ბავშვები, შეეწინააღმდეგონ ტერორისტ-სახელმწიფო რუსეთს – არის გარყვნილება, რაც არ უნდა სამართლებრივ კონსტრუქციებში შენიღბო ეს ქმედება. ნებისმიერი მცდელობა, გაუთანაბრო არაპროვოცირებული რუსული აგრესია და უკრაინის თავდაცვა, როგორც ეს „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიშშია, მეტყველებს ადეკვატურობის დაკარგვაზე და არის ავტორიტეტის დაკარგვის საშუალება“, – წერს რეზნიკოვი.

„ამნესთი ინთერნეიშენალის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკიც. მისი თქმით, ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიში „აბსურდული და შეურაცხმყოფელია“. ვერეშჩუკის განცხადებით, შესაძლოა, ორგანიზაციამ „არასათანადოდ შეარჩია სიტყვები და აქცენტები, თუმცა ეს განცხადება ჟღერს, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების შეურაცხყოფა“.

„ბოლოს და ბოლოს ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ. ვიბრძვით ჩვენი მიწისა და ბავშვების მომავლისთვის. ჭკუის სწავლება და მორალის კითხვა არაა საჭირო“, – აცხადებს ვერეშჩუკი.a

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეუფე შიო: მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სიწმინდეს და სულიერებას. სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა წმინდა ნიკოლოზი, ამაში უნდა მივბაძოთ მას, რადგან ეს ყველაზე მეტად გვჭირდება
ზურაბ ჯაფარიძე - ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ
ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი - სასამართლომ სრულად კანონიერად მიიღო გადაწყვეტილება - ბრალდებული სხდომათა დარბაზში დაცვის გარეშე მისი ადვოკატების პერფორმანსით დარჩა
ალენ ბერსე - რაც მიუღებლად მიიჩნევა საქართველოში ან უნგრეთში, იგივე საზომით უნდა ფასდებოდეს გერმანიაში ან რუმინეთში
პროკურატურა ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პატიმრობა შეუფარდეს
არქივი