მამუკა მდინარაძე ოქრუაშვილზე - ეს ქსენოფობიის გარდა, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული უპრეცედენტო პროვოკაცია, ბოროტება და ომში ჩათრევის ყველაზე მოკლე გზაზე სვლის პირდაპირი მოწოდებაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
202 05 აგვისტო 2022, 22:00

ეს ქსენოფობიის თუ შოვინიზმის გარდა, ომის გარანტიის მიღების მცდელობაა! მისმა სხვა თანამზრახველებმა იწვალეს, ხან ირიბად თქვეს, ხან - უფრო პირდაპირ, მერე თავი იმართლეს... ამ სიტყვების ავტორმა კი მკაფიოდ თქვა მათი სათქმელი, ყველასი ერთად! - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ოპოზიციონერ ირაკლი ოქრუაშვილის Facebook-პოსტს.

ვისაც აქამდე კიდევ რჩებოდა კითხვები, მათთვის რამდენიმე უმარტივესი ჭეშმარიტება:

რუსეთი ოკუპანტია!
საქართველოს ადგილი ევროპაშია!


ეს კი ქსენოფობიის გარდა, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული უპრეცედენტო პროვოკაცია, ბოროტება და ომში ჩათრევის ყველაზე მოკლე გზაზე სვლის პირდაპირი მოწოდებაა!“ - წერს მდინარაძე.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი