ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლა მისი და ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ორმხრივი გადაწყვეტილებაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
312 08 აგვისტო 2022, 18:14

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლა მისი და ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ორმხრივი გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებსაც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დაგეგმილ შეხვედრამდე შეხვდა.

„გიდასტურებთ, რომ ნამდვილად მივდივარ. დღეს იქნება შეხვედრა სამინისტროში, გავივლით იმ საკითხებს, რაც ყველაფრის ხავერდოვნად გადაბარებას ეხება. მოგეხსენებათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა. აქ ძალიან ბერი საქმე კეთდება. ეს საქმე რომ არ იყოს მიშვებული, დავსახავთ გარდამავალი პერიოდის გეგმას და ამის შემდეგ მე ვტოვებ პოსტს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ამირან გამყრელიძემ 5 აგვისტოს განაცხადა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, ჩვენი მოლოდინი ეფუძნება ღირებულებით თანხვედრას პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან
ირაკლი კობახიძე - აშშ-ის პრეზიდენტი თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს კვო, რაც დღეს არის
ირაკლი კობახიძე - ვამბობდით, რომ USAID-ი, NED-ი, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა ჩვენი თანამოქალაქეები ამაში დაარწმუნა
ირაკლი კობახიძე - 2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ ჩვენი მონაწილეობით ავღანეთისა და ერაყის მისიებში, სამართლიანობა არის ერთადერთი მოთხოვნა, რასაც ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე ვაყენებთ
ეგზიტპოლის თანახმად, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი, ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი 54.9 პროცენტით ლიდერობს
არქივი