გიორგი სააკაშვილი - ერთადერთი ხსნა, რომ ადამიანი გადავარჩინოთ, არის მისი საზღვარგარეთ გადაყვანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
243 11 აგვისტო 2022, 19:28

უკვე 14 დიაგნოზი აქვს დასმული და ბოლო სამ დღეში სამი დიაგნოზი დაემატა, რაც კატასტროფის ტოლფასია - ერთადერთი ხსნა, რომ ადამიანი გადავარჩინოთ, არის მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძმამ გიორგი სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედში“, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ძმამ განაცხადა.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის. ჩემი ვარაუდი გამართლდა, მართლაც ძალიან სუსტად არის. საუბრისას გაირკვა, რომ ბოლო 2-3 დღის მანძილზე დაემატა კიდევ  სამიდიაგნოზი და აქედან არის დასკვნა, რომ საქართველოში ვერ ხერხდება, რომ უკეთესობისკენ განვითარდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამიტომ ჩვენ ველოდებით უცხოელი ექსპერტების ჩამოსვლას, რომ სიტუაციის შეფასება მოხდეს, რომ რაც შეიძლება მალე განხორციელდეს მისი ტრანსპორტირება საზღვარგარეთ.

თუ არ ვცდები 14 დიაგნოზი აქვს უკვე დასმული და ბოლო 3 დღეში 3 დიაგნოზი დაემატა, რაც კატასტროფის ტოლფასია. სიცხეც აღენიშნება ბოლო 3 დღის მანძილზე. ერთადერთი ხსნა, რომ ადამიანი გადავარჩინოთ, არის მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. სუსტად არის, საჭმელს, ფაქტობრივად, არ იღებს და საუბრის დროს აღნიშნა, რომ კლინიკაში შემოსვლის დღიდან დაკლებული აქვს 11 კილო, რაც ძალიან ბევრია, ეს ვიზუალურად იგრძნობა“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
კირ სტარმერი - ევროპელი ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი თანხმდებიან, რომ რუსეთის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიუღებელია
"როიტერი" - სტამბოლში რუსეთმა წამოაყენა მოთხოვნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვოს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები
რომის პაპი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვის ინიციატივით გამოვიდა
ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარია აპირებს გამოცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და სხვა პარტიების მხრიდან ბულინგის ეშინია
არქივი