შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
242 15 აგვისტო 2022, 11:02

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ახალ გუბერნატორს შეხვდა და რეგიონის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

მთავრობის მეთაურმა მიხეილ შაყულაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ახალმა გუბერნატორმა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

შიდა ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული პროფესიით სამართალმცოდნეა, არის სამართლის დოქტორი. მიხეილ შაყულაშვილი იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აგრეთვე არის ასოცირებული პროფესორი ალტე უნივერსიტეტსა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი ესწრებოდა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი სტუმრობს
გია ვოლსკი - საკანი ის ადგილია, რომელსაც ზოგიერთმა ოპოზიციონერმა თავი შეაფარა იმ პასუხისმგებლობის არიდებისთვის, რაც 4 ოქტომბერს დააანონსეს
მიხეილ ყაველაშვილს 16 ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტების არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ გიორგი კანდელაკსა და კიდევ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ლაშა დარსალია - საქართველოს მთავრობა ადასტურებს მტკიცე ვალდებულებას, ჩაატაროს თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე გარემოში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
არქივი