ქეთევან ციხელაშვილი - არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი, რომელმაც თავი გასწირა ღირსებით, გაუტეხლობით იმ მთავარი მიზნისთვის, რომელსაც ჩვენ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
386 22 თებერვალი 2020, 13:59
„ჩვენი ახალგაზრდები – არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია, დავით ბაშარული, ირაკლი კვარაცხელია ის ადამიანები არიან, რომლებიც ამ რეჟიმის მსხვერპლი გახდნენ ბოლო წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ დღის წესრიგიდან არ მოვხსნით თემას, რომ დამნაშავეებმა აგონ პასუხი, კონკრეტულმა პირებმა, ვისაც რამე თანამონაწილეობა მიუძღვით ამ საშინელ დანაშაულში. საუბედუროდ, ეს არის იმ მოცემულობის ნაწილი, რომელიც ასე ღიად დადგა ჩვენს ქვეყანაში 2008 წლიდან მოყოლებული, რომელთანაც დაკავშირებულია უამრავი უმძიმესი დარღვევა ადამიანის უფლებებისა და ყველაზე უზენაესის, სიცოცხლის ხელყოფაც, როგორც ეს არჩილის შემთხვევაში მოხდა“, –   განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნისას.   

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში, არა მარტო ოჯახისთვის, რომლის მიმართაც დღეს კიდევ ერთხელ გამოვხატეთ თანაგრძნობა, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის, მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის, როდესაც არჩილ ტატუნაშვილი უკანონოდ დააკავეს, აწამეს და მოკლეს, რასაც მოჰყვა ძალიან გრძელი 26 დღე, როდესაც ვცდილობდით, მისი ცხედარი გადმოგვცემოდა და ღირსეულად მიგვებარებინა მიწისთვის. არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი, რომელიც გვახსოვს და გვემახსოვრება, რომელმაც ფაქტობრივად, თავი გასწირა ღირსებით, გაუტეხლობით იმ მთავარი მიზნისთვის, რომელსაც ჩვენ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ და მსხვერპლის გარეშე, რადგანაც დაუშვებელია, ასეთი ვაჟკაცები ხდებოდნენ საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი.

დასახლებაში, სადაც არჩილი ცხოვრობდა და დღესაც ცხოვრობს მისი ოჯახი, მისი სახელობის სკვერი გაიხსნა. ის აქაურ ახალგაზრდებს ახსოვთ და ემახსოვრებათ. რაც ჩვენ შეგვიძლია, დღეს გავაკეთოთ, გარდა იმისა, რომ დავუდგეთ ოჯახს გვერდით, არის პატივი მივაგოთ მის ხსოვნას“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 


 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში
ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ
არქივი