ირაკლი ღარიბაშვილი: "არჩილ ტატუნაშვილი არის თანამედროვეობის ნამდვილი გმირი"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
172 22 თებერვალი 2020, 15:19
"არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს ვუცხადებთ თანაგრძნობას, პატივისცემას და მადლობას ვუხდით ღირსეული მამულიშვილის გაზრდისთვის", – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა. დღესარჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა. 

„ჩვენი ქვეყანა არის გმირების ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა არის გამორჩეული გმირების ისტორიით და არჩილ ტატუნაშვილი არის თანამედროვეობის ნამდვილი გმირი, ვაჟკაცი, რომელმაც მართლაც ძალიან რთული პერიოდი გაიარა. ტრაგედია, რომელიც ამ ოჯახს შეემთხვა, არის თავზარდამცემი. ოჯახს ვუცხადებთ თანაგრძნობას, პატივისცემას და მადლობას ვუხდით ასეთი ღირსეული, ვაჟკაცი მამულიშვილის გაზრდისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს და წამების შედეგად ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო  ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს. იგი გარდაცვალების შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერა
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: მალე „ჰამასის“ მკვლელებისა და მოძალადეების თავზე ჯოჯოხეთის კარი გაიხსნება
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი მეწარმე სუბიექტი ამხილა
საქართველოს შს მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
უკრაინის შს მინისტრი - დარიალის სასაზღვრო პუნქტიდან უკრაინის მოქალაქეების დაბრუნება საქართველოსთან თანამშრომლობით განხორციელდა, მადლობელი ვარ ამისთვის
არქივი