
სოცქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია თავდასხმა თურქეთის ერთ-ერთ რესტორანში, თავდამსხმელი სავარაუდოდ, ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანია. გავრცელებულ ვიდეოში გარკვევით ჩანს, როგორ იღებს ჯიბიდან ის აირაღს და როგორ ისვრის იქ მყოფი ადამიანების მისამართით.
გავრცელებული ინფორმაციით, ვატო ყიფიანის თავდასხმის შედეგად, გარდაიცვალა ხუთი ადამიანი. ჯერჯერობით ინფორმაცია არც თურქ და არც ქართველ სამართალდამცველებს არ დაუდასტურებიათ.
ვატო ყიფიანი შარშან, ივნისში უკრაინამ საქართველოს გადმოსცა. მაშინ, უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, ე.წ კანონიერი ქურდი ვატო ყიფიანი ქვეყნიდან უკრაინამ დეპორტაციის პროცედურით გამოაძევა.
"დღეს, 25 ივნისს უკრაინის ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიებების გუნდმა სახელმწიფო მიგრაციის სამსახურთან ერთად "ავტორიტეტი" თავის სამშობლოში იძულებით დააბრუნა. ის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სანქცირებულთა სიაში იყო, როგორც ადამიანი, რომელიც წარმოადგენდა საფრთხეს ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეების ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
42 წლის, რამდენჯერმე ნასამართლევი საქართველოს მოქალაქე, მეტსახელით "ვატო ყიფიანი" წარსულში დაკავებული სხვა ქვეყნების სამართალდამცველების მიერ სერიოზული დანაშაულებებისთვის, მათ შორის მკვლელობისთვისაც. უკრაინაში ის წარმოადგენდა გავლენიან რუსულ და ქართული კრიმინალური სამყაროს ე.წ კანონიერ ქურდებს, აკონტროლებდა დაჯგუფებებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ფულის გამოძალვასა და მოპარვაში და პირდაპირ იყო პასუხისმგებელი ორგანიზებული კრიმინალური თავშეყრებისა", – წერდნენ უკრაინელი სამართალდამცველები.
ვატო ყიფიანი საქართველოში მკვლელობის ორგანიზებისთვის იძებნებოდა. "კრიმინალურ ავტორიტეტს" ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით.
ყიფიანი ძმების დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ავტომობილის აფეთქების საქმეზე იძებნებოდა, ამ საქმეზე ექვსი პირია გასამართლებული.
როგორც ცნობილია, ვატო ყიფიანი უკრაინაში საქმიანობდა, შემდეგ ის თურქეთში გადავიდა, სადაც, თავის დაჯგუფება შექმნა და წლების იქ საქმიანობდა. ბოლო წლებში, მან დაალაგა ურთიერთობები უკრაინელ სამართალდამცველებთან და იქ დაბრუნდა.
როგორც ცნობილია, "კრიმინალურ ავტორიტეტს" კარგი ურთიერთობა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთანაც. ცნობილია, სკანდალი, რომელიც გივი თარგამაძის და ძმები ყიფიანების სახელს დაუკავშირდა. საუბარია, აუდიოჩანაწერზე, რომელიც გამოქვეყნდა ლიდეც.
2008 წელს ყიფიანების გვარი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამოტივტივდა, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მაშინდელი ხელმძღვანელი გივი თარგამაძე ვატო ყიფიანის ძმას, კონსტანტინე ყიფიანს დაუკავშირდა და ქართველი დამკვირვებლების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების მოგვარებაზე ესაუბრა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |