გრემთან ახლოს, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ძვირადღირებული სისტემა დააზიანეს - ვანდალიზმის ფაქტი ფოტოხაფანგმა დააფიქსირა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
217 19 სექტემბერი 2022, 12:36

კახეთის რეგიონში, სოფელი გრემის მიმდებარედ, ფოტოხაფანგმა ვანდალური ფაქტი დააფიქსირა - დაზიანებულია მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის ავტომატური სადგურის მკვებავი მზის ენერგიის პანელი და შიდა ელექტრომოწყობილობები, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობითვე, ვანდალური ფაქტის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია.

„მასალა, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. გამოწვეული ფინანსური ზარალი ათობით ათას ლარს აღემატება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის ავტომატური სადგურები, ძირითადად, განთავსებულია დაუსახლებელ ადგილებზე და მდინარეების მიმდებარედ. არსებული სადგურების დაზიანებისა და ძარცვის გახშირებული შემთხვევების გამო, გასულ წელს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სადგურებზე ფოტოხაფანგები დაამონტაჟა. მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის ავტომატური სადგურების ფუნქციონირება მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას ემსახურება. ავტომატური მოწყობილობების საშუალებით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება მონაცემები სხვადასხვა მდინარის წყლის დონეების მატების და მიმდებარე ტერიტორიაზე მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობის შესახებ. სადგურებიდან მიღებული ინფორმაციით, ასევე, ხდება მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ძირითადი მახასიათებლების დადგენა. გარემოს ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, შეწყვიტოს ვანდალიზმი, რომლის შედეგადაც ნადგურდება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი დანიშნულების სახელმწიფო ქონება“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვწუხვარ, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში ირჩევს არა პარტნიორულ ურთიერთობას, არამედ მოქმედებს საბჭოთა მეთოდებით
Reuters: ტრამპი, სავარაუდოდ, რუსული ნავთობის წინააღმდეგ ტარიფებს არ აამოქმედებს
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
დიდუბეში ახალი სატრანსპორტო კვანძი ეწყობა
ევროკომისია: ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, გერმანია, ირლანდია, საბერძნეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, უნგრეთი, მალტა, ავსტრია, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია და პოლონეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პირობებს არღვევენ
არქივი