ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში შემოიტანონ გარკვეული დაძაბულობა და არეულობა, არსებობს კონსტიტუცია, კანონი და ხელისუფლება იმოქმედებს კანონის ფარგლებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
205 22 სექტემბერი 2022, 23:57
პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ოპონენტები, ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები ერთი და იგივე წრეზე დადიან. ჩვენ არაერთხელ გვსმენია განცხადებები აქციებთან დაკავშირებით, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა შინაარსობრივად ეს განცხადებები არაფერს იძლევა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძე გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, არანაირი ახსნა არ არის იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა ჩატარდეს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები.

„ეს რადიკალიზმი და დამოკიდებულება, რაც მოდის ოპოზიციის მხრიდან, ყოველთვის განწირულია მარცხისთვის. ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის დიდი სურვილი აქვთ, რომ ქვეყანაში შემოიტანონ გარკვეული დაძაბულობა, არეულობა, თუნდაც გადატრიალება. არავის ამის უფლება და შესაძლებლობა არ მიეცემა. ქვეყანაში არსებობს კონსტიტუცია, კანონი და ხელისუფლება იმოქმედებს კანონის ფარგლებში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატიკანში რომის ახალი პაპის ინაუგურაცია გაიმართა
ვლადიმერ პუტინი - სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგი უნდა იყოს კრიზისის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, გრძელვადიანი მდგრადი მშვიდობისთვის პირობების შექმნა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
ილია მეორე ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას ულოცავს - წინააღმდეგობებით სავსე ურთულეს დროში თქვენი მხარდაჭერა ჭეშმარიტი ღირებულებების დასაცავად, მნიშვნელოვანი იქნება მთელი მსოფლიოსათვის
ვატიკანში რომის ახალი პაპის ინაუგურაცია მიმდინარეობს
საქართველოში რეგისტრირებულია 11 218 აივ ინფიცირებული პირი - მიმდინარე წელს გამოვლინდა 212 ახალი შემთხვევა
არქივი