ხვიჩა კვარაცხელია: გვინდა, რომ გიბრალტარის ნაკრებთან მოგებით დავასრულოთ ეს ჩვენი კარგი თამაშები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
212 24 სექტემბერი 2022, 11:41

გვინდა, რომ გიბრალტარის ნაკრებთან მოგებით დავასრულოთ ეს ჩვენი ასე ვთქვათ, კარგი თამაშები, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა.

მან კომენტარი „დინამო არენაზე“ გუშინ გამართულ მატჩზე გააკეთა, სადაც საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მოვიპოვეთ პირველი ადგილი, გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ მივდივართ მოსაგებად. გვინდა, რომ მოგებით დავასრულოთ ეს ჩვენი ასე ვთქვათ, კარგი თამაშები.

რაც შეეხება თამაშს, ცოტა რთული თამაში იყო, შესაძლოა, ხარისხით ისეთი არ იყო, მაგრამ გამარჯვება მოვიპოვეთ, მიზანს მივაღწიეთ და ჩემი აზრით, ამ შედეგით ყველა კმაყოფილია“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეი ოფშია, ერთა ლიგის B დივიზიონში გადავიდა და წაუგებელი მატჩების სარეკორდო სერიაც გაიმეორა. ჩვენი ქვეყნის გუნდმა C დივიზიონის მეოთხე ჯგუფის მეხუთე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ორით ნული დაამარცხა.

ქართველმა ფეხბურთელებმა თითო ტაიმში თითო გოლის გატანა მოახერხეს. პირველ ნახევარში ანგარიში ავტო გოლით გაიხსნა, ხოლო საბოლოო შედეგი ხვიჩა კვარაცხელიამ დააფიქსირა, რომელსაც საგოლე გადაცემა ბუდუ ზივზივაძემ გაუკეთა.

საქართველოს ნაკრებმა ამ გამარჯვებით ხუთ ტურში 13-ი ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი ოფიციალურად გაინაღდა. ბოლო შეხვედრას კი 26 სექტემბერს გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში
ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ
არქივი