ზელენსკიმ ტყვედ ჩაბარებულ რუს ჯარისკაცებს სამი პირობა მისცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
242 25 სექტემბერი 2022, 09:23
ტყვედ ჩაბარებულ რუს ჯარისკაცებს ვოლოდიმირ ზელენსკი უსაფრთხოების გარანტიებს აძლევს. უკრაინის პრეზიდენტმა ტყვეების დაცვაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც ერთი დღით ადრე ვლადიმირ პუტინის ინიციატივით რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში ტყვეების შესახებ ახალი ჩანაწერი გაჩნდა. ამიერიდან, ტყვედ ნებაყოფლობით ჩაბარება დასჯადი ხდება და ის სამიდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუკი არ იკვეთება სახელმწიფოს ღალატის ნიშნები.

კოდექსის გამაცრებას, გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი და ტყვედ ნებაყოფლობით ჩაბარების შემთხვევაში, რუს ჯარისკაცებს სამ პირობას აძლევს:

“უკრაინა თითოეულ რუს ჯარისკაცს, რომელიც ტყვედ ჩაბარდება, სამი რამის გარანტიას აძლევს: რომ თქვენ ცივილიზებულად მოგეპყრობიან, ყველა კონვენციის შესაბამისად; არავინ არ გაიგებს თქვენი ტყვედ ჩავარდნის გარემოებებს, რუსეთში არავინ გაიგებს, რომ თქვენი ტყვედ ჩავარდნა ნებაყოფლობითი იყო; თუ რუსეთში დაბრუნების შეგეშინდებათ და თავად არ ისურვებთ გაცვლას, ჩვენ ვიპოვით ამის უზრუნველყოფის გზებსაც”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის შეფასებით, რუს მეთაურებს მოქალაქეების სიცოცხლე არ აინტერესებთ. 

“უკრაინულ ტყვეობაში ჩაბარება უკეთესია, ვიდრე ჩვენი იარაღის დარტყმების ქვეშ სიკვდილი, ჩვენი სრულიად სამართლიანი დარტყმების ქვეშ, ვინაიდან უკრაინა ამ ომში თავს იცავს”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი რუბიოს განცხადებაზე - ერთადერთი დასკვნა, რაც შეიძლება გამოვიტანოთ პასუხიდან არის ის, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს
დონალდ ტრამპმა NBC News-ის ჟურნალისტს საშინელი რეპორტიორი უწოდა
სალომე ზურაბიშვილი - სალომე ზურაბიშვილი, როგორც ოპოზიციის ლიდერი ვერ შედგა, ეს ფაქტია, ზურაბიშვილმა ოპოზიცია ვერ გააერთიანა, მათ შორის, თავის ირგვლივაც
მარკო რუბიომ აზერბაიჯანზე დასმულ კითხვას უპასუხა - შესაძლოა, არ ვეთანხმებოდეთ ქვეყნების მმართველობის სისტემას, მაგრამ უნდა გვქონდეს ურთიერთობა ამ ქვეყნებთან ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე
მაკა ბოჭორიშვილი - რაც მოვისმინეთ, პოზიციებზე, რომელიც უნდა ჰქონდეს აშშ-ს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენს რეგიონში, მსჯელობენ, ამაზე პასუხის გასაცემად დღეს სახელმწიფო მდივანი მზად არ იყო
არქივი