
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 სექტემბერს 01:00-დან 02:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ გლდანში, გიორგიწმინდაში, მამკოდაში, ლელუბანში, თბილღვინოს მეურნეობასა და მიმდებარე სოფლებში; 10:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში დავითი, ნოკორნა, ახალი ოსები, ნოჯა, ჭოპორტი, ქერიაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნატახტარი, მისაქციელი, ახალუბანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში და მცხეთის რაიონის სოფლებში ნიჩბისი, შიომღვიმე, ძველი ქანდა და მიმდებარე სოფლებში.
როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განმარტავენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |