საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე პროექტის „ჩვენი ჯარი“ მიმდინარეობას გაეცნო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
172 26 ოქტომბერი 2022, 13:31

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პროექტს „ჩვენი ჯარი“ აქტიურად ახორციელებს, რომლის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები საჯარო სკოლებს სტუმრობენ და მაღალი კლასების მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის ძალებს აცნობენ.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს პროექტის მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი გაეცნენ. ისინი სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, პროექტის ,,ჩვენი ჯარი" ფარგლებში თბილისის N67 საჯარო სკოლას ესტუმრნენ.

თავდაცვის მინისტრი მოსწავლეებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სამხედრო განათლებაზე, კარიერული წინსვლის შესაძლებლობებზე და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავების მნიშვნელობაზე ესაუბრა. „ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ჯარი გახდეს თქვენთვის უფრო ნაცნობი და საყვარელი. ჩვენი მთავარი მიზანია, უკეთ აგიხსნათ, თუ რას საქმიანობს ჩვენი ჯარი, რათა უფრო ახლობელი და მისაღები გახდეს თქვენთვის“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებს პროექტის მნიშვნელობა გააცნეს. უფროსკლასელებს თემატური ვიდეორგოლების ნახვის, სამხედრო მოსამსახურეების პირადი ისტორიების გაცნობისა და საქართველოს ეროვნული გმირების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

პროექტის „ჩვენი ჯარი“' საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში
ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ
არქივი