მოსამართლე მამუკა წიკლაურის გადადგომის მოთხოვნით, თელავის სასამართლოსთან აქცია გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
215 27 ოქტომბერი 2022, 17:04

თელავში მოკლული 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის ოჯახის წევრებმა და მოქალაქეებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი თელავის რაიონულ სასამართლოსთან შეიკრიბნენ და მოსამართლე მამუკა წიკლაურის დასჯა და ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობა მოითხოვეს. მოკლულის დედა ამ დრომდე მოსამართლე მამუკა წიკლაურს აკისრებს პასუხისმგებლობას და აცხადებს, რომ მოსამართლემ საკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, თორნიკე გამხვეტელაშვილი სასამართლო დარბაზიდან მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, 2 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, გათავისუფლებიდან სამ დღეში კი სასტიკი დანაშაული ჩაიდინა.

„ვითხოვთ მოსამართლის გადადგომას და შემდეგ მის დასჯას, რადგან სწორედ მან გამოუშვა გირაოს სანაცვლოდ პირი, რომელმაც ჩემი შვილი, 3 ბავშვის დედა მოკლა. ახლა სამი ბავშვით მარტო ვარ დარჩენილი, მაგრამ არ გავჩერდები, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. იმ კაცს კი, რომელმაც ჩემი მარიამი მოკლა, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს. მას ბევრი ადამიანი ჰყავს გამწარებული და მეშინია ბავშვებსაც რამე არ დაუშავოს. გარდა ამისა, მოვითხოვთ მეტი უფლებადამცველი ორგანიზაცია დაინტერესდეს ამ საქმით და გვერდით დაგვიდგნენ“, - ამბობს მოკლულის დედა ლელა ფირანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 9 ოქტომბერს, თელავში, ალაზნის გამზირზე მოხდა. 22 წლის ბიჭმა 26 წლის ქალი მოკლა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია რადიკალებზე: ესენი ხომ თავის თავზე არ არიან დამოკიდებულები. ეტყვიან შედი-შევლენ, ეტყვიან გაიყავით-გაიყოფიან, ეტყვიან ეჩხუბეთ ერთმანეთს- იჩხუბებენ, ეტყვიან შენ უნდა მოგიხდეს ეს ფერი-შენ ეს. ამას ხომ ყურმოჭრილად აკეთებენ
თამარ ჩერგოლეიშვილი - „ლელომ“ და გახარიამ დაკარგეს ხმების 60 პროცენტი, საკუთარმა ამომრჩეველმა წიხლი ჰკრა, ეს სამარცხვინოები დგანან და ჩერგოლეიშვილს აბრალებენ
ირაკლი კირცხალია: როგორც უკანა ეზოს ისე გვიყურებდნენ. როგორ გავბედეთ, რომ არ გავაკეთეთ ის, რაც გვითხრეს?! როგორ გავბედეთ რომ ჩვენ, ჩვენი აზრი დავაფიქსირეთ?! როგორ გავბედეთ, რომ ჩვენ არ ვიქეცით „პროქსი“ სახელმწიფოდ
ირაკლი კირცხალია: ელჩები პირდაპირ იყვნენ წინასაარჩევნო პროცესებში ჩართული, მათი მხრიდან განცხადებები იყო ყოვლად ამორალური, შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის
ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე: არანაირი საფუძველი, არც პოლიტიკური, არც სამართლებრივი, არცერთი პუნქტით საფუძველი არ არსებობს, რომ ეს მექანიზმი იყო ჩვენს მიმართ გამოყენებული
არქივი