ყველაზე კარგი საარჩევნო სისტემა იყო სრულიად პროპორციული, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი ვარიანიტი, არის კომპრომისული და არა – საუკეთესო-ნინო ბურჯანაძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
342 02 მარტი 2020, 14:34

ყველაზე კარგი საარჩევნო სისტემა იყო სრულიად პროპორციული, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი ვარიანიტი, არის კომპრომისული და არა – საუკეთესო-ეს განცხადება „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა. 

ბურჯანაძის თქმით, კომპრომისი ორივე მხარის – ხელისუფლებისა და ოპოზიციის დათმობით უნდა იქნას მიღწეული.

ბურჯანაძის განცხადებით, კარგია, რომ „ქართული ოცნება“  თანხმდება 40 პროცენტის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ პარტიას, რომელიც არჩევნებში 40 პროცენტზე ნაკლებს აიღებს, მთავრობის ჩამოყალიბების საშუალება არ უნდა ჰქონდეს.

„ყველაზე კარგი იყო ის, რაც თავის დროზე იყო შემოთავაზებული – სრულიად პროპროციული სისტემა, რომელიც სამწუხაროდ ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“. ამის შემდეგ ყველა სხვა ვარიანტი, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო შეთავაზებული, გერმანული ვარიანტის სახით, არის კომპრომისული და არა საუკეთესო.

კომპრომისიც უნდა იქნას მიღეწული ორივე მხარის დათმობით. ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ახლა განაცხადა, არის გარკვეულწილად პოზიტივი, რომ დაეთანხმნენ 40 პროცენტის მოთხოვნას, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ თუ პარტია ვერ მოაგროვებს 40 პროცენტს, მას არ ჰქონდეს საშუალება, დააკომპლექტოს მთავრობა.

ის ვარიანტი, რომელიც მათ შემოგვთავაზეს ცოტა ეშმაკობით არის გაჟღენთილი, რადგან 35 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც კი „ქართულ ოცნებას“ ან ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ძალას, რომელიც პირველ ადგილზე გავა, უტოვებს შესაძლებლობას, რომ მაჟორიტარების დამატებით დააკომპლექტოს მთავრობა“ ,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

თუმცა, ბურჯანაძე ამბობს, რომ ოპოზიციის წინადადება იყო 40 პროცენტიანი ზღვარი და პლუს მაქსიმალურად პროპორციული წარმომადგენლობა.

„ჩვენი წინადადება იყო არა მხოლოდ 40 პროცენტი, არამედ 40 პროცენტიანი ზღვარი და პლუს მაქსიმალურად პროპორციული წარმომადგენლობა, რაც დამეთანხმეთ დღეს ჯერჯერობით მიღწეული არ არის. მესმის, რომ „ქართული ოცნება“ არ წამოვა ისეთ პროპორციაზე, სადაც 10 ან 20 მაჟორიტარი ეყოლება, მაგრამ იქ, სადაც 20 ან 30 მაჟორიტარი ეყოლება, მას ნამდვილად შეუძლია, წამოვიდეს და კენჭისყრის პრობლემა ნამდვილად არ ექნება“ ,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ამასთან, ბურჯანაძის განცხადებით, პოლიტიკური რეპრესიების საკითხი ყველა შემთხვევაში დღის წესრიგში დგას.

„რაც შეეხება პოლიტიკური რეპრესიების საკითხს, მე არ ვიცი, ვინ რა თემა გაახმოვანა, მაგრამ რეპრესიების სკაითხი ყველა შემთხვევაში დგას დღის წესრიგში და თუ გვინდა, რომ წინასაარჩევნი პერიოდში შერბილდეს პოლიტიკური წნეხი და დაპირისპირება, რაც ქვეყნის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელივანია, ეს საკითხიც უდნა მოიხსნას“ ,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არადიპლომატიური საქციელის ელჩებს შორის, ამჯერად დაწინაურდა გერმანიის ელჩი. არა მგონია, ელჩს ქართველი პოლიტიკოსებისგან ბინის დაქირავების უფლება ჰქონდეს, მიუხედავად ამისა ბატონი პეტერი ბინას „ლელოს“ ლიდერის მეუღლეისგან ქირაობს
ლაშა აბაშიძე ახალქალაქში სარკინიგზო ინფრასტრუქტურას გაეცნო და ჩინეთიდან ჩამოსულ მატარებელს დახვდა
ანი წითლიძე - ჩვენი კონკრეტული გეგმა არის წინააღმდეგობა და ბრძოლა, ხელისუფლებას როცა მიტაცებული აქვს არჩევნები, ხალხს აქვს უფლება, მშვიდობიანი წინააღმდეგობით რეჟიმი ჩამოშალოს
ირაკლი ქადაგიშვილი ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე: პირადი წარუმატებლობა უნდათ, რომ საქართველოს გადააბრალონ, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ხდება ნათელი, რომ ეს ტყუილია მათი მხრიდან
აბიტურიენტებისათვის 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო
არქივი