საფინანსო სექტორში საშუალო ზომის, სტაბილური ბიზნესმოდელისა და მაღალი რეპუტაციის მქონე ახალი ფინანსური ინსტიტუტი შეიქმნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
214 09 ნოემბერი 2022, 15:59

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას განმარტებით, კანონპროექტი ახალი ფინანსური ინსტიტუტის - მიკრო ბანკის საზედამხედველო ჩარჩოს გამჭვირვალედ და ეფექტიანად დანერგვის უზრუნველსაყოფად, ასევე მიკრო ბანკის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის მომზადდა.

„კანონპროექტის მიღებით საფინანსო სექტორში შეიქმნება საშუალო ზომის, სტაბილური ბიზნესმოდელისა და მაღალი რეპუტაციის მქონე ახალი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ორიენტირებული იქნება სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაკრედიტების ხელშეწყობაზე. აღნიშნული გაზრდის ბაზარზე თავისუფალ კონკურენციას და გამოიწვევს საკრედიტო პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

მისი თქმით, გაიზრდება საფინანსო პროდუქტების ხელმისაწვდომობა და ფინანსური ჩართულობა, განსაკუთრებით რეგიონებში. მისივე განცხადებით, კომერციულ ბანკთან მიახლოებული რეგულირების ჩარჩოთი და მკაფიოდ განსაზღვრული ნებადართული საქმიანობის მიმართულებებით, მიკრო ბანკის ბიზნესმოდელი საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესების ზრდას გამოიწვევს.

მიკრო ბანკებს სოციალური მისიაც ექნებათ, რაც მცირე ბიზნესის განვითარების შედეგად ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უკავშირდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოპენჰაგენის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონები დააფიქსირეს, რის გამოც ყველა ფრენა შეჩერებულია
კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა
მოლდოვაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 74 პირი დააკავეს, რომლებიც სერბეთში საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები
კახა კალაძე - მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს
შალვა პაპუაშვილი - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის, არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის
არქივი