კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე: ეს იყო ძალიან დიდი უბედურება, რომელიც ძალიან მძიმე იყო თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული თბილისელისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
191 24 ნოემბერი 2022, 23:34

ეს იყო ძალიან დიდი უბედურება, რომელიც ძალიან მძიმე იყო თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული თბილისელისთვის, - ამის შესახებ კახა კალაძემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა. თბილისის მერის თქმით, გამოძიება მომხდართან დაკავშირებით ისევ მიმდინარეობს.

„კონკრეტული პასუხები ჯერ არ გვაქვს იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა, რამ გამოიწვია ეს უბედურება, რამ არ იმუშავა“, - განაცხადა კალაძემ.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დედაქალაქის მერია კონკრეტული პროექტების განხორციელებისთვის ტენდერებს აცხადებს, შესრულებულ სამუშაოებს კი მხოლოდ შესაბამისი ექსპერტული დასკვნის საფუძველზე იბარებს.

„არანაირი უფლება არ გვაქვს ექსპერტიზის გარეშე მივიღოთ სხვადასხვა ტიპის პროექტები. ამის შემდეგ უკვე მიღებულ პროექტზე შესასრულებელ სამუშაოებზე ცხადდება ტენდერი და კონკრეტული გამარჯვებული კომპანიები გვყავს. რა თქმა უნდა, მერია ვალდებულია ის შესრულებული სამუშაოებიც ჩაიბაროს ექსპერტიზის დასკვნით, რაც კონკრეტულად ამ შემთხვევაშიც მოხდა. განხორციელდა პროექტი, იყო შესრულებული სამუშაოები და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე მერიამ ჩაიბარა ეს პროექტი.

გულწრფელად ვიტყვი, 2017 წლიდან დედაქალაქის მერი ვარ, ჩემი, ჩემი თანაგუნდელების ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა კომპანიების მიმართ ყოველთვის არის უსაფრთხოება. ამას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, ყოველთვის არის მოთხოვნები, რომ სამუშაოების დროს მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოება. თუ დააკავირდებით, 2017 წლიდან დღემდე, უბრალო მუშასაც კი არ ჩამოვარდნია თმა, ისე განხორციელდა სამუშაოები და ასობით, ათასობით პროექტია განხორციელებული სხვადასხვა მიმართულებით. შესაბამისად, პირადად ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, ადამიანურად, როგორც კაცისთვის, 4 შვილის მამისთვის, ეს არის უმძიმესი ფაქტი, რაზეც მჭირდება პასუხები, თუ რა მოხდა“, - აღნიშნა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიის მონაწილე საქართველოს პრეზიდენტიც იქნება
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ელჩი რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს გულში ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს, მით უფრო მეტად გააიგივებს ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომში ჩავიდა და 18 მაისს ვატიკანში ახალი რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება
მეუფე შიო: ოჯახი არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთ სიმძიმის ტვირთვით, ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
არქივი