მეტროს 10 ახალი მატარებელი დაემატება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
662 15 ოქტომბერი 2019, 13:40

დედაქალაქის დღევანდელ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა თბილისის „მეტროპოლიტენისა“ და მეტროს ვაგონების რეაბილიტაციაზე ისაუბრა  და განაცხადა, რომ ევროპის  რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით, მუნიციპალიტეტი თბილისის მეტროსთვის 60 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 40 ახალ ვაგონს შეისყიდის, რაც მეტროს სისტემაში ათი ახალი მატარებელია.

„მეტროს 40 ვაგონი იქნება პირველ ეტაპზე შეძენილი. ეს არის ოთხვაგონიანი ათი შემადგენლობა. ამ დროისთვის, მიმდინარეობს სპეციფიკაციებზე მუშაობა, რადგან ეს ჩვენთვის სიახლეა და მათი ექსპერტების ჩართულობით, ვადგენთ სატენდერო დოკუმენტაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს ვაგონების შესყიდვა. დაახლოებით, 60 მლნ დოლარი ჯდება ახალი ვაგონების შესყიდვა და ისინი სამი წლის განმავლობაში უნდა იქნეს მოწოდებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ვაგონების ჩანაცვლების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. პარალელურად კი, მეტროსადგურების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

„მეტროს დღეს ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღის განმავლობაში. შესაბამისად, იქ არსებული მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, როგორც ვაგონების, ასევე, მეტროსადგურებისა და გვირაბებში არსებული სიტუაციის მხრივ. ამიტომ, დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ეს არის ძალოვანი კაბელების ცვლილება, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, 450 კილომეტრზე მეტი კაბელი შეიცვლება. ასევე, მთლიანად შეიცვლება გამნიავებელი სისტემა თავისი აგრეგატებით. აღნიშნული სამუშაოები მომავალი წლის ივლისში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისგამო მეტროს მუშაობის გრაფიკის შეცვლისთვის თბილისის მერმა მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.

„სამუშაოების გამო, მეტრო ერთი საათით ადრე ასრულებს მუშაობას, რისთვისაც მოსახლეობას ბოდიში უნდა მოვუხადო. უბრალოდ, სხვანაირად შეუძლებელია ამ სამუშაოების წარმოება, თუმცა ჩვენთვის მთავარია მგზავრების უსაფრთხოება. რაც კი მეტრო გაიხსნა, მას შემდეგ ასეთი მასშტაბური სამუშაოები არ განხორციელებულა. პარალელურად, ვახორციელებთ მეტროს იმ ვაგონების რეაბილიტაციას, რომელიც მსგავს სამუშაოებს ექვემდებარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სააკაშვილი - მხარს ვუჭერ ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას, ივანიშვილის სადამსჯელო ორგანოების წარმომადგენელს გადავუხადოთ 200 ათასი დოლარი თუ ისინი გადმოგვცემენ რეჟიმის საქმიანობაზე მასალებს - ასევე, მათ, ვინც დადებს იარაღს
დიდი ბრიტანეთის საელჩო - სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას, თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავ არსებობს, მათ შორის კიბერსივრცეშიც
შალვა პაპუაშვილი: აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ტესტი უტყუარია, ყველა, ვინც პრორუსობის დაბრალების კამპანიაში მონაწილეობს - ან დაფინანსებული აგენტია, ან სასარგებლო იდიოტი
ეკონომიკის სამინისტრო - საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების ოდენობა იზრდება
მივმართავ ძალოვან უწყებებს, განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეგვიძლია, ამაზე შევთანხმდეთ – 200 ათასი დოლარი უნდა მიიღოს ყველამ ჯილდოს სახით, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ხალხის დარბევაში
არქივი