რატი იონათამიშვილი - სააკაშვილის ჩამოსვლა დაკავშირებული იყო ქაოსთან, დესტაბილიზაციასთან, ქვეყანაში სურდათ ქაოსი, რომელიც მიიღეს საკუთარ პარტიასა და რადიკალურ ოპოზიციაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
200 06 დეკემბერი 2022, 18:34

სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით იმდენად არათანმიმდევრულ, არასტაბილურ და სამარცხვინო განცხადებებსაც აკეთებენ, რომ უფრო უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ საკუთარ თავს. ახლა დაიწყო, თითქოს რაღაც შეთქმულებას ჰქონდა ადგილი, მეორე მხრივ, ამბობენ, რომ მას არ უნდოდა ჩამოსვლა და ძალით ჩამოიყვანეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა მამუკა ხაზარაძის განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა.

იონათამიშვილის თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა დაკავშირებული იყო ქვეყანაში ქაოსსა და დესტაბილიზაციასთან.

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ხაზარაძე აღნიშნავს: „უნდა დამთავრდეს პოლიტიკური ვენდეტა, რევანში და შურისძიება“, – რატი იონათამიშვილის განმარტებით, ერთმანეთისგან ვერ არჩევენ სამართლიანობასა და შურისძიების საკითხებს, რადგან არ აინტერესებთ სამართლიანობა.

„ხანგრძლივი პერიოდის შეფასებებს თუ ვაკეთებთ, უპრიანი არის, ეს შეფასებები საკუთარი თავიდან და საქმიანობიდან დავიწყოთ. როცა ამისი უნარი არ აქვთ ადამიანებს და, ზოგადად, მაღალმატერიალური შეფასებები სურთ, ეს უფრო სახუმარო მდგომარეობაში აყენებს თავად ამ ადამიანებს. შესაბამისად, ალბათ ასეთი დამოკიდებულებების ჯაჭვიც არის მიზეზი, რომ ამ ადამიანის და მისი პარტიის რეიტინგი საზოგადოებაში დღეს ნოლს ქვემოთაა. ეს ადამიანები ერთმანეთისგან ვერ არჩევენ სამართლიანობასა და შურისძიების საკითხებს, რადგან თვითონ არიან შურისმაძიებელი ხალხი და არ ადარდებთ, არ აინტერესებთ სამართლიანობა, სამართლიანობიდან გამომდინარე პრინციპები და ღირებულებები. ეს რომ ასე არ იყოს, ცხადია, სხვა ნიშას დაიკავებდნენ ქართულ პოლიტიკაში და არა უკიდურესად რადიკალურ, დესტრუქციულ და საქართველოს საწინააღმდეგო პოზიციებს, რითიც გამოირჩევიან მათი პარტია და „პარტნიორები“. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენსა და ამ ადამიანებს შორის ღირებულებით სხვაობას.

სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით იმდენად არათანმიმდევრულ, არასტაბილურ და, ვფიქრობ, სამარცხვინო განცხადებებსაც აკეთებენ, რომ ამით უფრო უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ საკუთარ თავს. ახლა დაიწყო, თითქოს რაღაც შეთქმულებას ჰქონდა ადგილი, მეორე მხრივ, ამბობენ, რომ მას არ უნდოდა ჩამოსვლა და ძალით ჩამოიყვანეს. ასევე, გავიგეთ, რომ რადგან ჩამოვიდა, გმირია. სინამდვილეში, მისი ჩამოსვლაც იყო მისი კრიმინალური ისტორიის ერთ-ერთი ეპიზოდი, როდესაც ის კანონსაწინააღმდეგო გზით, არაჟნებთან ერთად, კონტეინერით შემოიპარა ქვეყანაში. ძალიან უხერხული ვიდეოებიც ვნახეთ, სიმულაციურად რომ დგამდა გარკვეულ საკითხებს და რაღაცა მოკლემეტრაჟიან ფილმებს გვთავაზობდა საკუთარ მობილურ ტელეფონში. შესაბამისად, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ, რეალურად, მისი ჩამოსვლა იყო დაკავშირებული ქაოსთან და დესტაბილიზაციასთან, ოღონდ, უნდოდათ, ეს ქაოსი მიეღოთ საკუთარ ქვეყანაში და მიიღეს საკუთარ პარტიასა და რადიკალურ ოპოზიციაში“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

პარტია „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს: „იმედია, დადგება დრო და სააკაშვილი თავად იტყვის, ვინ დაარწმუნა, მიეღო საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება, ვინ მისცა გარანტიები, რომ ამ დღეში არ ჩავარდებოდა“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: კარგი შესაძლებლობა იყო, მიგვეწოდებინა პაპისთვის ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის საქართველოსთვის პრიორიტეტები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეგიონში მშვიდობა
ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და, რაც მთავარია, ომის დასრულების მიზნით
პაველ დუროვი: ჩემთან შევედრისას საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი ინტერესის საგანი იყო გეოპოლიტიკა - რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი დასრულდა - პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე
მიხეილ ყაველაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავად გზავნილი პაპის საუბრიდან, რომ მსოფლიო მშვიდობა, ადამიანის ღირსება - ეს ქრისტიანული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის
არქივი