საქართველოს საპატრიარქო უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტ ანტონის (სევრიუკი) საქართველოში ვიზიტი იგეგმება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
197 10 დეკემბერი 2022, 00:24

საქართველოს საპატრიარქო უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტ ანტონის (სევრიუკი) საქართველოში ვიზიტი იგეგმება.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, ილია II-ის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, უცხოეთიდან სტუმრების მიღება, ზოგადად, არ იგეგმება.

„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს დაგეგმილია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტ ანტონის (სევრიუკი) ვიზიტი საქართველოში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, მსგავსი რამ საქართველოს საპატრიარქოში არ იგეგმება.

გარდა ამისა, აღვნიშნავთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ზოგადად, არ იგეგმება უცხოეთიდან სტუმრების, მათ შორის, დელეგაციების თუ ცალკეული საერო ან სასულიერო პირების მიღება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტ ანტონის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია „მსოფლიო საეკლესიო სიახლენმა“ 9 დეკემბერს გაავრცელა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია ვოლსკი - პაატა ბურჭულაძე პუტინს უმღეროდა და ახლა უცებ ანტირუსული მოძრაობის მამამთავარი გახდა - მოსულელო ადამიანი ჰქვია, რომელსაც სატელეფონო არჩევნების იდეის წამოყენება შეუძლია
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქართველოს გენერალურ პროკურატურას შეუერთდება
ლუკა კურტანიძე: ბრძანება იყო, სამაგალითოდ დავესაჯეთ. თავისუფლების მოედანზე წრე შეკრეს და რკინის ხელკეტებით მირტყამდნენ. დათა ახალაია სპეცრაზმელს ეუბნება „თუ რამე დაუმორჩილებლობა იქნა, პირდაპირ თავში“
ვლადიმერ ბოჟაძე 17 მაისზე: არც ერთ ოპოზიციონერს მონაწილეობა არ მიუღია. მათი მცდელობა გაემიჯნონ ეკლესიას, მრევლს, ქრისტიანულ ღირებულებებს, ადასტურებს, რომ არ არსებობს ღირებულება, რომელიც მათ შეიძლება აკავშირებდეთ ქართველ ხალხთან
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედიები „ონჯი“ და „პუბლიკა“, განზრახ თავდასხმას „შეხვედრას“ უწოდებენ - თან, ფორმალურად სხვადასხვა პლატფორმა, სიტყვასიტყვით იდენტურ ტექსტს ავრცელებს
არქივი