კახა კალაძე: სააკაშვილის კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ დანაშაულს თუ ვაყენებთ კითხვის ქვეშ სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, მაშინ თავისთვის დაიტოვონ არაფრის მომცემი სტატუსიც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
209 14 დეკემბერი 2022, 14:29

სააკაშვილის კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ დანაშაულს თუ ვაყენებთ კითხვის ქვეშ სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, მაშინ თავისთვის დაიტოვონ არაფრის მომცემი სტატუსიც, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში საოცარ განცხადებებს ისმენს.

„საოცარ განცხადებებს ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში. თუ არ ვცდები, ერთ-ერთი ადვოკატი გამოვიდა, სააკაშვილის ადვოკატი და თქვა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება თუ არ მოხდება, საქართველო ვერ მიიღებს სტატუსს, ევროკავშირში გაწევრიანება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. საოცარი განცხადებები ისმის. მაშინ საერთოდ რა საჭირო იყო 12-პუნქტიანი გეგმის წარმოდგენა და ზოგადად, რა საჭიროა შესრულება. თუ ამ კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ დანაშაულს ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ სტატუსის მიღება-არ მიღებასთან დაკავშირებით, თუ ეს დამოკიდებულებაა, მაშინ თავისთვის დაიტოვონ არაფრის მომცემი სტატუსიც და ჩვენ ყოველთვის ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - მე და მელანია დამწუხრებულები ვართ ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის გაგებით, ჯოს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ
ჯო ბაიდენის ოფისში აცხადებენ, რომ ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა
პრემიერი: გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, ჩვენი მოლოდინი ეფუძნება ღირებულებით თანხვედრას პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან
ირაკლი კობახიძე - აშშ-ის პრეზიდენტი თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს კვო, რაც დღეს არის
ირაკლი კობახიძე - ვამბობდით, რომ USAID-ი, NED-ი, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა ჩვენი თანამოქალაქეები ამაში დაარწმუნა
არქივი