ბესელია, ხიდაშელი, სანიკიძე 2007-2008 წლებში ოპოზიციაში იყვნენ და იმ საშინელ ფაქტებს ჰყვებოდნენ, რომლებზეც ახლა საუბარი მე მიწევს, ნუთუ არ ცხვენიათ, სააკაშვილის სიმულაციას გვასაღებენ, რომ კვდება და დავეხმაროთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
231 23 დეკემბერი 2022, 17:23

ეკა ბესელია, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე 2007-2008 წლებში ოპოზიციაში იყვნენ და იმ საშინელ ფაქტებს ჰყვებოდნენ, რომლებზეც ახლა საუბარი მე მიწევს, ნუთუ არ რცხვენიათ, როცა სააკაშვილის სიმულაციას გვასაღებენ, რომ კვდება და დავეხმაროთ, –  ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ყაველაშვილი გამოეხმაურა ყოფილი თანამდებობის პირების მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას, რომელსაც მათ შორის, ხელს აწერენ ეკა ბესელია, თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ეს ადამიანები კოჰაბიტაციის მომხრე იყვნენ და უზრუნველყვეს, რომ ქვეყანაში სამართლიანობა არ დამდგარიყო.

„ეკა ბესელია, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე 2007-2008 წლებში ოპოზიციაში იყვნენ და იმ საშინელ ფაქტებს ჰყვებოდნენ, რომლებზეც ახლა საუბარი მე მიწევს. ირინა ენუქიძესთან სწორედ ეს ადამიანები ისხდნენ და მოთქვამდნენ, როგორი სამარცხვინო რეჟიმი არსებობდა. ნუთუ არ რცხვენიათ, საკუთარ შვილებს როგორ უყურებენ თვალებში და სააკაშვილის სიმულაციას გვასაღებენ, რომ კვდება და დავეხმაროთ. ეს ადამიანები ჩვეულებრივი აგენტები არიან, ამიტომ ეწინააღმდეგებიან საკუთარ თავს. არქივიდან ამოიღეთ, რას საუბრობდნენ სააკაშვილზე ხიდაშელი, სანიკიძე, ფოფხაძე, ბესელია, მარგველაშვილი და სწორედ ეს გაუშვან „სიენენზე“. ეს ადამიანები 2012 წელს იყვნენ ხელისუფლებაში და საქართველოს მოსახლეობას ბოდიშს ვუხდი, რომ კოჰაბიტაციის მომხრე იყვნენ და სწორედ მათ უზრუნველყვეს, რომ სამართლიანობა არ დამდგარიყო. სწორედ ეს აგენტურაა, რომელიც სის სათავეშია და რას ითხოვენ? – სპეცოპერაცია ტარდება და აჩვენებენ, რომ სააკაშვილმა წვერი არ გაიპარსა, თმა ჩამოიშალა, თითქოს ვერ დადის და ასე შემდეგ. ეს არ არის განვითარებული დასავლეთი, ეს არის სპეცოპერაცია იმ ადამიანების, რომელთაც სურთ, საკუთარი სურვილები აისრულონ, საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნან და მმართველობაში ყურმოჭრილი მონები ჰყავდეთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტთან, კამერების დენის წყაროს დაზიანებისთვის ბრალდებულ არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი ქადაგიშვილი: დაკავებული არიან პროპაგანდით, რომ გვრიტიშვილის, მურუსიძის და ა.შ. სასამართლოა, მაგრამ სინამდვილეში ობიექტური კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო მსოფლიო სასამართლო სისტემაში 36-ე ადგილს იკავებს და ევროპაში საუკეთესო ოცეულშია
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად არჩევენ თეთრს და შავს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები, რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება ჭორაობის გარდა
ზაალ ანჯაფარიძე: ევროპული ინტიტიტუციების მიერ დადგენილი ინდიკატორების მიუხედავად, ევრობიუროკრატიას თვალები აქვს დახუჭული, ისევ გვიმტკიცებს, რომ მაინც ჩამოვრჩებით მათ ფავორიტებში აღმოჩენილ სომხეთს, მოლდოვასა და უკრაინას
გიორგი ცუცქირიძე: სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე რამდენად სუბიექტურია ოპოზიციის შეფასებები, თავად ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს - სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა!
არქივი