სახალხო დამცველის საკითხზე როგორც კი იქნება შეთანხმების მზაობა, შესაძლებელი იქნება ეს შეთანხმება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
186 25 დეკემბერი 2022, 15:01

"ენჯეობის“ მხრიდან თავიდანვე იყო მცდელობა, ოპოზიციასთან ერთად დაესახელებინათ სახალხო დამცველობის კანდიდატები და შემდეგ ულტიმატუმის ენით ელაპარაკათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ მოხერხდება შეთანხმება და სახალხო დამცველის არჩევა.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თებერვალში, როდესაც გაიხსნება საგაზაფხულო სესია, შევძლებთ ამ კონსულტაციების შედეგად მივაღწიოთ შეთანხმებას და ავირჩიოთ სახალხო დამცველი. სამწუხაროდ, ეს პროცესი თავიდანვე იყო ენჯეობის მხრიდან მცდელობა, რომ დაესახელებინათ კანდიდატები ოპოზიციასთან ერთად და შემდეგ ულტიმატუმის ენით ელაპარაკათ სექტემბრიდან მოყოლებული. ამდენი თვე სექტემბრიდან მოყოლებული, მთელი ეს პროცესი იყო ულტიმატუმის ბაზაზე. ენჯეოები, რომლებმაც დაასახელეს კანდიდატები, სხვა გასაუბრებებს არც კი ესწრებოდნენ. იმ გასაუბრებებზე, სადაც მათი კანდიდატები მონაწილეობნენ, მოდიოდნენ, რათა ლობირება მოეხდინათ ამ კანდიდატების და თუ არ ვცდები, კითხვებასაც კი არ უსვამდნენ. სხვა კანდიდატების მიმართ ინტერესიც კი არ გამოუჩენიათ არც მათ და არც ოპოზოციას. თავიდანვე თქვეს, რომ არის ეს კანდიდატები, უნდა დაეყოლიებინათ უმრავლესობა და უნდა ჩაეშალათ პროცესი. ჩვენ თავიდანვე ვამობდით, რომ ეს პროცესი ვერ იქნება ის, რომ უმცირესობამ დაიყოლიოს უმრავლესობა, იყოს შეთანხმების პროცესი და როგორც კი იქნება შეთანხმების მზაობა, გარწმუნებთ, რომ შესაძლებელი იქნება ეს შეთანხმება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოპენჰაგენის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონები დააფიქსირეს, რის გამოც ყველა ფრენა შეჩერებულია
კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა
მოლდოვაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 74 პირი დააკავეს, რომლებიც სერბეთში საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები
კახა კალაძე - მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს
შალვა პაპუაშვილი - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის, არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის
არქივი