იაგო ხვიჩია - შალვა ნათელაშვილისნაირი ადამიანების გამო ქართულ პოლიტიკას სახელი აქვს გატეხილი და ნორმალური ადამიანები პოლიტიკისგან თავს იკავებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
195 27 დეკემბერი 2022, 12:16

პარტია „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ერთ-ერთი მედიის ეთერში შალვა ნათელაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ  თავის დროზე „გირჩმა“ მის პარლამენტიდან გარიცხვას მხარი დაუჭირა, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, „გირჩი“ იყო ერთადერთი, რომელმაც შალვა ნათელაშვილის პარლამენტისა გარიცხვა დაგმო.

„გირჩმა“ შალვა ნათელაშვილის პარლამენტიდან გარიცხვის წინააღმდეგ მისცა ხმა. ერთადერთი ხალხი ვიყავით, ვინც გამოვედით და ეს უმსგავსო გადაწყვეტილება, შალვა ნათელაშვილის პარლამენტიდან გაგდება დავგმეთ. გუშინ შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში დაგვაბრალა, რომ ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტიდან მის გარიცხვას მხარი დაუჭირა და ტყუილის საფუძველზე, ერთ-ერთი ოპოზიციური არხის „პრაიმ ტაიმში“ გამოგვლანძღა. მისთვის არავის შეუხსენებია, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო და უსამართლოდ გავილანძღეთ. მოგეხსენებათ, შალვა ნათელაშვილს პასუხს ვერ მოსთხოვ და ამის იმედიც არ გვაქვს. ამიტომ, „ტვ პირველს“ ვთხოვთ, „პრაიმ ტაიმში“ როგორც შალვა ნათელაშვილი იყო მიწვეული ტყუილის საქადაგებლად, საშუალება მოგვეცეს ტყუილის უარყოფისთვის.

ჩვენი კოლეგების უფლებამოსილების შეწყვეტისთვის მხარი არასდროს დაგვიჭერია, სხვანაირი პარტია ვართ, ასეთ რაღაცებში არ ვმონაწილეობთ. შალვა ნათელაშვილისნაირი ადამიანების გამო ქართულ პოლიტიკას სახელი აქვს გატეხილი და ნორმალური ადამიანები პოლიტიკისგან თავს იკავებენ. პოლიტიკური სპექტრი იმიტომ არის ამ დღეში, რაშიც არის, რომ საჯაროდ არავის პასუხი არ მოეთხოვება საჯაროდ ნათქვამ ისეთ ცილისწამებაზე, რაც მარტივად გადასამოწმებელია. ეს იაფფასიანი განცხადება გათვლილია იმ ამომრჩეველზე, ვისზეც შალვა ნათელაშვილი მუშაობს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Euronews: ფონ დერ ლაიენმა ზელენსკის დაურეკა და ახალი ანტიკორუფციული კანონის თაობაზე განმარტებები მოსთხოვა
უკრაინის პრეზიდენტმა სამართალდამცავი და ანტიკორუფციული უწყებების ხელმძღვანელები შეკრიბა და საგანგებო თათბირი გამართა
ირაკლი ქადაგიშვილი FARA-ზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე: გამოქვეყნებული დოკუმენტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ გარკვეული შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ არსებობს
ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები გუშინ თავს დაესხნენ საქართველოს საპატრიარქოს, ჰერჩინსკი ან გაემიჯნება, ან ეს იქნება განხილული, როგორც პირადად ჰერჩინსკის თავდასხმა ეკლესიაზე
სავალუტო ფონდის მორიგი შეფასება, მართლაც გასაოცარი შედეგები დასტურია იმის, თუ რატომ უნდა მიჰყვე შენს ეროვნულ ინტერესებს
არქივი