ბაჩო დოლიძე ყარალაშვილის განცხადებაზე: „ნაციონალურ მოძრაობას“ მსგავსი ტიპის განცხადებებთან და მოქმედებებთან არავითარი კავშირი არ აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
229 08 იანვარი 2023, 17:38

„ნაციონალურ მოძრაობას“ მსგავსი ტიპის განცხადებებთან და მოქმედებებთან არავითარი კავშირი არ აქვს, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე მისი პარტიის აქტივისტის, ნოდარ ყარალაშვილის მუქარის შემცველ ვიდეომიმართვას.

„არ მგონია, რომ ჩემი მხრიდან [ამ თემაზე] ზოგადად სერიოზული კომენტარი საჭიროა“, - აღნიშნავს დოლიძე.

უკრაინაში მებრძოლმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა ნოდარ ყარალაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც საქართველოში ტანკებით შემოსვლით იმუქრება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი