პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაზე: ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკა ზრდაზეა ორიენტირებული და რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო კლიმატია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1186 10 მარტი 2020, 14:12
ეკონომიკის ექსპერტი შოთა  გულბანი  სოციქლურ ქსელებში ინვესტიციების შემოსვლის დინამიკას აფასებს და პოზიტიურ მაჩვენებლებზე საუბრობს:

„2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით 0,2%-ით გაიზარდა. პრინციპში ეს ზრდაც გასაკვირია მაშინ როცა 2019 წელი პოლიტიკურად ძალიან არასატბილური იყო და პრაქტიკულად ნახევარი წელი აქციებში ვიცხოვრეთ. შეუძლებელი იყო, რომ ეს ინვესტიციების მაჩვენებელზე უარყოფითად არ ასახულიყო.

ზოგადად, ნებისმიერი ინვესტორი, საინვესტიციო გარემოს უყურებს, როგორც მის ბუნებრივ ჰაბიტატს, სადაც მან უნდა იარსებოს და ფული სარფიანად დააბანდოს, მაგრამ როცა ხედავს არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს და გაურკვეველ პერსპექტივებს, ის თავის ფულს აღარ დახარჯავს, მინიმუმ დალოდება ვითარების დასტაბილურებას და შემდეგ იმოქმედებს. ნებისმიერი ინვესტორის ქცევა თითქმის 100%-ით დამოკიდებულია გარემოზე, იქნება ეს შიდა თუ გარე ინვესტორი. თუ კარგად გადავავლებთ თვალს 2019 წლის მოვლენებს, ყველაფერი ცხადია. შესაბამისად ის ვინც ხელოვნურად ქმნიდა დესტაბილიზაციას და დაძაბულ ფონს ქვეყანაში, პასუხისმგებლობაც მას ეკისრება.

მიუხედავად ამისა, არის პოზიტიური მაჩვენებლებიც. მაგალითად მე-4 კვარტლის ზრდა 102%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. რეინვესტირების წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 48,3% დაფიქსირდა, 2014 წელს 17,6% იყო. ის ფაქტი, რომ რეინვესტირების მაჩვენებელი ყველა წელს სტაბილურად იზრდება მეტყველებს იმაზე, რომ ბიზნესის მხრიდან გაფართოვების სტიმული მეტია, რაც განაპირობა ერთი მხრივ მოგების გადასახადის ესტონური მოდელის რეფორმამ, ხოლო მეორე მხრივ ბიზნესის მხრიდან გაზრდილმა ნდობამ“ - წერს გულბანი. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა
საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე სესხების მონაცემების გამოქვეყნებას იწყებს
ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო
ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი მოლოდინია, რომ ინვესტიციების შემოდინების კუთხით მომდევნო ოთხი წელი საკმაოდ აქტიური იქნება ქვეყანაში
საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით
არქივი