ვახტანგ კიკაბიძის სახელი უკრაინის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც დიდი ქართველის სახელი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
201 19 იანვარი 2023, 15:37
 უკრაინელები მადლობას უხდიან ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. ვახტანგ კიკაბიძის სახელი უკრაინის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც დიდი ქართველის სახელი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოგზავნილ სამძიმრის წერილშია ნათქვამი, რომელიც კიკაბიძის პანაშვიდზე საზოგადოებას უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა, ალექსანდრ ტკაჩენკომ გააცნო.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, ის გლოვის ნიშნად თავს ხრის ბუბა კიკაბიძის ყველა თაყვანისმცემელთან ერთად.

„ვახტანგ კიკაბიძის ნათესავებს, ახლობლებსა და თაყვანისმცემლებს, ამ მწუხარების ჟამს გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო, დიდი ხელოვანის და დიდი ადამიანის, უკრაინის მეგობრის, რომელიც ყოველთვის უკრაინის გვერდით იყო. ლეგენდა, რომელიც ყველასთვის მისაბაძი მაგალითი იყო. უკრაინელები მადლობას უხდიან ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. ვახტანგ კიკაბიძის სახელი უკრაინის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც დიდი ქართველის სახელი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება და არასდროს დავივიწყებთ ამას. გლოვის ნიშნად თავს ვხრი უნიკალური სულის სილამაზისა და გამორჩეული ნიჭის მქონე ადამიანის ყველა თაყვანისმცემელთან ერთად. ვახტანგ კიკაბიძის ნათელი ხსოვნა უკრაინელების გულებში სამუდამოდ დარჩება“,- ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
The Financial Times: ევროპის საავტომობილო გზები და რკინიგზა რუსეთთან ომისთვის გამოუსადეგარია
აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ „რუსული ჩარევის" საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ „რუსულის" იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა
გორბის კვლევა ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა აქვს
„ქართული ოცნება“ არის უალტერნატივო პოლიტიკური ძალა - მადლობას ვუხდით ქართულ საზოგადოებას იმ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩანს „გორბის“ კვლევაში
გერმანიის "მწვანეთა პარტიის" ახალგაზრდული პარტიის ლიდერი მიანიშნებს, რომ შესაძლოა "ალტერნატივა გერმანიის" პარტიის წინააღმდეგ შეიარაღებული წინააღმდეგობა გახდეს აუცილებელი
არქივი