საქართველო ავსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონონომიკური პარტნიორია, მართლაც არსებობს ბევრი შესაძლებლობა, რათა მოხდეს, მათ შორის, ავსტრიელი ინვესტორების მოზიდვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
172 30 იანვარი 2023, 16:48

ავსტრიასა და საქართველოს უკვე საკმაოდ ხანგრძლივი დიპლომატიური ტრადიცია აქვს, უკვე 30 წელია, რაც ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები აღდგენილია, საქართველო ავსტრიისთვის მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეკონონომიკური პარტნიორია, – ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა განაცხადა.

როგორც კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა, საქართველო ავსტრიისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„უღრმესი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემთვის მართლაც ძალიან სასიხარულოა, რომ აქ შემიძლია ყოფნა. ჩვენ გასული წლის ივლისში შევხვდით ერთმანეთს. ცოტა ადრინდელი პერიოდისთვის იყო ჩვენი შეხვედრა დაგეგმილი, თუმცა არ გამოვიდა. ამჯერად ძალიან მიხარია, რომ შევძელით შეხვედრა, რადგან ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეს პროდუქტიული თანამშრომლობა. ყოველთვის დავაფიქსირებ ამ პროდუქტიული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ჩვენ უკვე საკმაოდ ხანგრძლივი დიპლომატიური ტრადიცია გვაქვს, უკვე 30 წელია, რაც ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები აღდგენილია. საქართველო ავსტრიისთვის მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, მართლაც არსებობს ძალიან ბევრი მიმზიდველი შესაძლებლობა, რათა მოხდეს, მათ შორის, ავსტრიელი ინვესტორების მოზიდვა. ეკონომიკური მონაცემები, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები ძალიან შთამბეჭდავია, როდესაც ეკონომიკური ბაზრის განვითარებაზე, ტურიზმზე, ენერგოგენერაციაზე, ენერგეტიკის მიმართულებაზე ვსაუბრობთ. ამ მხრივ საქართველო მართლაც ძალზე საინტერესო პარტნიორია ავსტრიული ფირმებისთვის. მაგალითისთვის, არსებობს Rauf-სა და Healthy Water-ს შორის თანამშრომლობა, რომელსაც ერთგვარი „ნოუ ჰაუ“ შემოაქვს ქვეყანაში და საქართველოში ერთობლივად ხდება შთამბეჭდავი წარმატების მიღწევა“, – განაცხადა ნეჰამერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
კირ სტარმერი - ევროპელი ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი თანხმდებიან, რომ რუსეთის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიუღებელია
"როიტერი" - სტამბოლში რუსეთმა წამოაყენა მოთხოვნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვოს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები
რომის პაპი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვის ინიციატივით გამოვიდა
ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარია აპირებს გამოცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და სხვა პარტიების მხრიდან ბულინგის ეშინია
არქივი