„ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში მონაწილეობის ვიდეო გამოვაქვეყნე, რათა დამემტკიცებინა, რომ არანაირი ფილტრი არ იყო და ტყუილს ლაპარაკობდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
203 30 იანვარი 2023, 16:58

„ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში მონაწილეობის ვიდეო გამოვაქვეყნე, რათა დამემტკიცებინა, რომ არანაირი ფილტრი არ იყო და ტყუილს ლაპარაკობდნენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნები იყო ფარსი.

„ტყუილს თუ არ გაავრცელებდნენ, ვიდეოს არ დავდებდი, რადგან ეს მათი პარტიული საქმეა, მაგრამ საუბარი დაიწყეს, რომ არჩევნები გაფილტრულია, სანდოა და ეტალონია იმის, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები. მთელი ეს არჩევნები იყო ფარსი და „ნაციონალურ მოძრაობას“ რატომ დასჭირდა ამ ფარსის მოწყობა, ეს მათი საქმეა. მეორე ტურს ათასი ხმა წყვეტდა და ამ არჩევნებში „ქართული ოცნების“ ათასი ბოტი რომ ყოფილიყო, სხვა შედეგი დადგებოდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი არჩეულია „ქართული ოცნების“ მხრიდან. რაში გაცვალეს არჩევნები, ამაზე საუბარი შემდეგ შეგვიძლია. ერთადერთ ლეგიტიმურ მიზეზად, რასაც გავამართლებდი, მიხეილ სააკაშვილზე ვაჭრობაა, ყველა დანარჩენი ღალატი იქნებოდა. თუ მიშას უშვებენ, დაიწყება კამპანია, რომ გადასაყვანია. თუ „ნაცები“ „ქოცებთან“ მიხეილ სააკაშვილზე „დალაგდნენ“, მესმის, რომ ეს ლეგიტიმურია. თუ მიშას ციხიდან გამოუშვებენ, უნდა მივულოცოთ, რომ კარგად ივაჭრეს, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, გაყალბებული არჩევნებია და თუ უნდათ, პარტიიდან წავიდნენ. „ნაცები“ მთლიანად „ჩაბარდნენ“ „ქართულ ოცნებას“, თუ სააკაშვილს გამოუშვებენ. ეს კარგ შემთხვევაში და ცუდ შემთხვევაში – არაფერს მიიღებენ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

კითხვაზე, რას გულისხმობდა ჩაბარებაში, რაქვიაშვილმა ასე უპასუხა:

„მტერი რომ მოგიგებს და ჩაბარდები. ამას კარგ ვაჭრობას დავარქმევდი, თუ სააკაშვილს გამოუშვებენ. არ ვიცით, რაზე ივაჭრეს, მაგრამ ახლა სიმპტომს ვხედავთ. შეიძლება, ისეთი სიტუაცია დალაგდეს, „ნაცმოძრაობას“ ბრძანებას ირაკლი კობახიძე აძლევდეს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ტუსკის პარტიის კანდიდატი რაფალ ტრჟასკოვსკი 30.8%-ით ლიდერობს - დაინიშნება მეორე ტური
დონალდ ტრამპი - მე და მელანია დამწუხრებულები ვართ ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის გაგებით, ჯოს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ
ჯო ბაიდენის ოფისში აცხადებენ, რომ ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა
პრემიერი: გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, ჩვენი მოლოდინი ეფუძნება ღირებულებით თანხვედრას პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან
ირაკლი კობახიძე - აშშ-ის პრეზიდენტი თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს კვო, რაც დღეს არის
არქივი