ხაბეიშვილი ფორმალური თავმჯდომარე იქნება, „ნაციონალურ მოძრაობაში“ იგივე პრაქტიკა გრძელდება, რაც მანამდე იყო ჩამოყალიბებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
199 30 იანვარი 2023, 18:36

ეს არის რეალურად იმ მდგომარეობის ლუსტრაცია, რაც არის ამ პოლიტიკურ პარტიაში. ყველა ვხედავთ, თუ რა პოლიტიკური ფიგურაა არჩეული თავმჯდომარედ და შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ როგორ გაგრძელდება მოვლენები, - ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევას.

მისი თქმით, ხაბეიშვილი ფორმალური თავმჯდომარე იქნება.

„სამწუხაროა, რომ ასეთი პოლიტიკური პარტიაა დღეს საქართველოში ნომერ მეორე პარტია. იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში ეს ვითარება შეიცვლება. ამ კუთხით, ხაბეიშვილის არჩევა წინ გადადგმული ნაბიჯია და მისი არჩევა ხელს შეუწყობს სერიოზული ცვლილებების შეტანას ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. დიდი ალბათობით, „ნაცმოძრაობა“ ჩანაცვლდება ისეთი ოპოზიციური ძალებით, რომლებიც კონსტუქციული თანამშრომლობისკენ იქნებიან მომართული. რა თქმა უნდა, ხაბეიშვილი ფორმალური თავმჯდომარე იქნება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ იგივე პრაქტიკა გრძელდება, რაც მანამდე იყო ჩამოყალიბებული. რეალურად არიან კეზერაშვილი, მერაბიშვილი და მათი გავლენებით გაგრძელდება პროცესები ამ პოლიტიკურ პარტიაში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სხვას არაფერს ველოდით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც ხმების 52.58% მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიის მონაწილე საქართველოს პრეზიდენტიც იქნება
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ელჩი რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს გულში ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს, მით უფრო მეტად გააიგივებს ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომში ჩავიდა და 18 მაისს ვატიკანში ახალი რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება
მეუფე შიო: ოჯახი არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთ სიმძიმის ტვირთვით, ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
არქივი