საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ავსტრიის კანცლერი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში იმყოფებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
182 30 იანვარი 2023, 19:30

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ტიბორ კოზმამოძისში გადაკვეთის პუნქტზე უმასპინძლა ავსტრიის დელეგაციას, ავსტრიის ფედერალური კანცლერის, კარლ ნეჰამერის ხელმძღვანელობით. ინფორმაციას ევროკავშირის მონიტორინგის მისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტიბორ კოზმამ წარმოადგინა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეფასება ადგილზე განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ.

„ვიზიტისას ევროკავშირის სადამაკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ავსტრიის კანცლერს, მდივანს და მის დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ,  უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებული უახლესი მოვლენების შესახებ. მან კონკრეტულად გააცნო დელეგაციას ინფორმაცია ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე რეგულარული მოძრაობისთვის ოძისის გადაკვეთის პუნქტის გახანგრძლივებული დაკეტვის შესახებ. მან განმარტა, რომ ამან, მიმდინარე „ბორდერიზაციის“ საქმიანობასთან ერთად, გამოიწვია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. ამ შეზღუდვების შედეგად კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას აქვს შემცირებული ან საერთოდ არ აქვს წვდომა ჯანდაცვაზე, განათლებაზე, საკუთრებაზე და წყალზე.

დოქტორმა კოზმამ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ეუთო-სთან ერთად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოუწოდებს გადაკვეთის პუნქტების ფუნქციონირების სრულად აღდგენისკენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, რომლის ფარგლებშიც უკანასკნელი შეხვედრა ერგნეთში 17 იანვარს გაიმართა.

ვიზიტის შემდეგ, ავსტრიის კანცლერმა და მისმა დელეგაციამ გამოხატეს მადლიერება ბრიფინგებისა და ანალიზისთვის, მადლობა გადაუხადეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებს თავდადებისთვის, საქართველოსა და ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შვიდი ავსტრიელი თანამშრომელი მუშაობს“,- აღნიშნულია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიის მონაწილე საქართველოს პრეზიდენტიც იქნება
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ელჩი რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს გულში ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს, მით უფრო მეტად გააიგივებს ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომში ჩავიდა და 18 მაისს ვატიკანში ახალი რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება
მეუფე შიო: ოჯახი არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთ სიმძიმის ტვირთვით, ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
არქივი