მამუკა მდინარაძე: იუსტიციის მინისტრიც და ელჩებიც ამბობენ, რომ სააკაშვილის გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა და პოლონური მედიის ნაწილი და „ნაცნოძრაობის“ ტელევიზიები იტყუებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
201 28 თებერვალი 2023, 13:22
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პოლონურ მედიაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას დემარშთან დაკავშირებით და იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის გამოხმაურებას აფასებს.

„ალბათ სულ რამდენიმე მედიასაშუალება თუ შეძლებს მსოფლიოში ისეთი რამის კეთებას, როდესაც შეხვედრას ჰყავს ორი მხარე - ერთი ელჩები, რომლებმაც განახორციელეს დემარში და დაინტერესდნენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, გამოთქვეს შეშფოთება და მეორე მხარე - ამ დემარშის მიმღები - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მინისტრი. ერთიც და მეორეც საუბრობს ერთსადაიმავე რამეს და ტელევიზიები და მედიასაშუალებები ამბობენ სხვა რამეს. მინისტრიც ადასტურებს იმას, რაც თქვა ელჩმა, ოღონდ ტელევიზიები სულ სხვა რამეს ამბობენ. იუსტიციის მინისტრი და ევროკავშირის ელჩი საუბრობენ ერთიდაიგივე რაღაცას, რომ განხორციელდა დემარში და დემარშის შინაარსი გახლდათ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთება და პასუხად მათ მიიღეს დეტალური განმარტება. არც გადაყვანაზე და არც მსგავს საკითხებზე ამ დემარშის განხორციელების დროს საუბარი არ ყოფილა. ახლა საუბრობს პოლონური მედიის რაღაც ნაწილი, ქართული მედიის ის ცრუ ნაწილი, რომელსაც „ნაცნოძრაობის“ ტელევიზიები ჰქვია და ჩვენ თუ მივეჩვიეთ იმას, რომ შეხვედრისას ერთი მხარე და მეორე მხარე რას ლაპარაკობენ ის არ დავიჯერეთ, არამედ მესამე რასაც იტყუება, ის დავიჯეროთ, გამოდის, რომ საზოგადოებას ვატყუებთ, რასაც არ ვაპირებ თქვენსავით“, - აცხადებს მდინარაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი „დიფ სთეითის“ აღმოფხვრის მიზნით უწყებიდან თანამშრომლების 40%-ზე მეტს გაუშვებს
სერგეი ლავროვი - ვლადიმერ პუტინი მზად არის, შეხვდეს ზელენსკის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა განსახილველი საკითხი უმაღლეს დონეზე იქნება დამუშავებული
პროკურატურამ დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
სპეციალური პენიტენციური სამსახური: გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ
პენიტენციური სამსახური „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
არქივი