ჩვენ მცირერიცხოვან, მაგრამ წარსულით ამაყ, თავისუფლებისმოყვარე, დაუმარცხებელ ქართველ ერს წარმოვადგენთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
141 06 მარტი 2023, 22:46

ჩვენ მცირერიცხოვან, მაგრამ წარსულით ამაყ, თავისუფლებისმოყვარე, დაუმარცხებელ ქართველ ერს წარმოვადგენთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს სავიზიტო ბარათი და ამავე დროს, კაცობრიობის კულტურული მონაპოვარია მრავალხმიანი სიმღერა;

„ასევე უძველესია ქართული დამწერლობა - ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უნიკალური, რომელსაც ძველი წელთაღრიცხვით III საუკუნეში ფარნავაზ I-მა მისცა საბოლოო სახე, თუმცა ზოგიერთი ცნობებით, ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე საუკუნიდან არსებობდა; ჩვენი დამწერლობის უძველესი ნიმუშები აღმოჩენილია როგორც საქართველოში, ისე, მის ფარგლებს გარეთ. ქართული ანბანი მნიშვნელოვანი ცვლილების შედეგად სამი სახის დამწერლობად ჩამოყალიბდა. ჩვენ მცირერიცხოვან, მაგრამ წარსულით ამაყ, თავისუფლებისმოყვარე, დაუმარცხებელ ქართველ ერს წარმოვადგენთ.

ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი, და, ამავე დროს, კაცობრიობის კულტურული მონაპოვარია მრავალხმიანი სიმღერა; ქართულ პოლიფონიაში განსახიერებულია ადამიანის ყველაზე დიდი ღირსებები: თითოეული ინდივიდის თავისუფლება და უნიკალურობა და, ამავე დროს, სხვისადმი პატივისცემა, სოლიდარულობა და ჰარმონიული თანაცხოვრებისკენ სწრაფვა.

ალბათ, ქართული სული ყველაზე თვალსაჩინოდ ჩანს ჩვენს ცეკვებში, რომელიც ათასწლეულებში იღებს სათავეს. ყველა კუთხეს მისთვის დამახასიათებელი შრომის, ბრძოლისა თუ ყოფითი ქორეოგრაფია აქვს, და ყველა მათგანი სიცოცხლისა და თავისუფლების სიყვარულითაა განმსჭვალული.

სიმღერასთან, ცეკვასთან, ურთიერთობის ტრადიციებთანაა დაკავშირებული ქართული სუფრა - ჩვენი ყოველდღიური კულტურის, სოციალური ყოფის განუყოფელი ნაწილი. ქართული სუფრა უნიკალურია მთელ მსოფლიოში და ვხუმრობთ, რომ პირველი ნიშნებია დემოკრატიული საზოგადოებისა, იმიტომ, რომ აქ არის თანასწორი ურთიერთობების, საჯარო მსჯელობის, ტრადიციების გაგრძელებისა და, ხშირად, ახალი ტრადიციების დაბადების ადგილი. ამას ადასტურებს დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილი არქეოლოგიური ნიმუშები“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულთაგან ადმინისტრაციული ჯარიმა კიდევ ორ პირს დაეკისრა
ანაკლიაში იახტ კლუბის ტერიტორიაზე წყალში მამაკაცი ჩავარდა - მაშველებმა წყლიდან მისი ცხედარი ამოიყვანეს
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
შალვა პაპუაშვილი - შვედეთის საგარეო უწყების მხრიდან საქართველოში რაიმეს დაგმობა არაგულწრფელი და არასერიოზულია, სანამ სამინისტრო მისი ხელისუფლების წევრის, ერიკ ოტოსონის მიერ საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას არ დაგმობს
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ვგმობთ საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას
არქივი