„არა რუსულ კანონს დიდ ბრიტანეთში!“ - ახალგაზრდების ჯგუფმა დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან აქცია-პერფორმანსი გამართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
211 13 მარტი 2023, 13:33

„არა რუსულ კანონს დიდ ბრიტანეთში!“ – ამ სახელწოდებით ახალგაზრდების ჯგუფმა დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან აქცია-პერფორმანსი გამართა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ბრიტანეთში დაინიცირებულ ე.წ. რუსულ კანონს აპროტესტებენ, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეგისტრაციას შეეხება.

დემონსტრანტები აქციაზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებს აშარჟებდნენ და მათი ფოტოებით იყვნენ წარმოდგენილები.

„ლევანიკო ვარ ხაბეიშვილი, დემოკრატიის შუქურა, მთელს მსოფლიოში ასე მიცნობენ. დღეს მოვედით აქ 20 000 თუ 30 000 თანამოაზრესთან ერთად, ზუსტად არ მახსოვს, დამონტაჟდება მერე. როგორც არ გვინდოდა საქართველოს გარუსება, ვაპროტესტებთ, რომ კანადა აპირებდა ამ კანონის მიღებას, ჩვენ არ გავარუსებთ კანადას. არ დავუშვებთ, რომ კანადა გახდეს უკანა ეზო რუსეთის. დღეს მოვედით, რომ ბრიტანეთს გავაგებინოთ, რომ ჩვენ 20 000, თუ 30 000 ადამიანი ყოველთვის გვერდით დავუდგებით დემოკრატიას. ბრიტანეთი არასდროს გახდება რუსეთის უკანა ეზო. ბრიტანეთი არასდროს გარუსდება და ჩვენ პირადად ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დიდი ბრიტანეთი არასდროს გარუსდეს. ჩვენ ნებისმიერ ქვეყანას დავუდგებით, რომელსაც დასჭირდება დემოკრატიის დაცვა. ჩვენ ვართ დემოკრატიის მცველები, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა. „არა რუსულ კანონს დიდ ბრიტანეთში“. 20 000 ადამიანის ხმა თუ ძალიან ხმამაღლა გამოვა ტელევიზორში, შეგიძლიათ ხმას დაუწიოთ“,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეუფე შიო: ოჯახი არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთ სიმძიმის ტვირთვით, ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
კირ სტარმერი - ევროპელი ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი თანხმდებიან, რომ რუსეთის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიუღებელია
"როიტერი" - სტამბოლში რუსეთმა წამოაყენა მოთხოვნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვოს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები
რომის პაპი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვის ინიციატივით გამოვიდა
არქივი