ახლა მთავარია, რომის სტატუტის წევრებმა პუტინი დააკავონ -დიმიტრი კულება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
194 18 მარტი 2023, 17:13

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულება ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის შესახებ ეხმაურება და აცხადებს, რომ ამისთვის უკრაინამ  საკმაოდ რთული გზა გაიარა. 

მისი თქმით, ახალა მთავარი რომის სტატუსია წევრმა ქვეყნებმა პუტინი დააკავონ.

„ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი, რომლის მისაღწევადაც საკმაოდ რთული გზა გავიარეთ. თავიდან არავის სურდა უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის საკითხი სერიოზულად განეხილათ, ძალიან რთული პროცესი გავიარეთ ამის დასამტკიცებლად. პრეზიდენტი ამ საკითხს ძალიან დიდი ყურადღებას უთმობდა.

იყენებდა ყველა პლატფორმას და ყველგან დეპორტირებულ ბავშვებზე საუბრობდა. საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს მიერ ორდერის გაცემა მნიშვნელოვანი სიგნალია. ჩვენ ეს შევძელით, იურიდიულ კონტექსტში ყველამ ყველაფერი ნათლად დაინახა. ახლა მთავარია, იმ ქვეყნებმა, რომლებიც რომის სტატუტის წევრები არიან, პუტინი დააკავონ, თუ ის მათ ტერიტორიაზე შევა.

პუტინის საქმის კვალიფიკაცია ომის დანაშაულს და ბავშვების მოპარვას უკავშირდება. ეს არის გენოციდის ერთ-ერთი ფორმა. მსოფლიომ და რომის სტატუტის მონაწილე ყველა ქვეყანამ გაიგო რომ პუტინთან საქმის დაჭერა არ შეიძლება“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - ორშაბათს ტელეფონით ჯერ პუტინს, შემდეგ კი ზელენსკის დაველაპარაკები, საუბრის თემა იქნება „სასაკლაოს" გაჩერება
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა - ამ დღის აღსანიშნავად ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება
18 მაისს საქართველოში ქართული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიის მონაწილე საქართველოს პრეზიდენტიც იქნება
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ელჩი რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს გულში ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს, მით უფრო მეტად გააიგივებს ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან
არქივი