სახელმწიფოს ინტერესებშია არა მხოლოდ პოლონეთიდან, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ექიმების ჩამოყვანა, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობა გამოსწორდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
181 19 მარტი 2023, 18:00

დესტაბილიზაციისთვის აუცილებელია დამატებით კიდევ ერთი კომპონენტი - ეს არის სააკაშვილის ცუდად ყოფნა და მასთან ექიმების არდაშვება, როდესაც იგი მაგალითად, ქართველ ექიმებს არ ენდობა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრისას განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოთხოვნაზე, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან პალატაში პოლონელი ექიმები შეუშვან.

„ხელისუფლება მოქმედებს არა ვიღაცის მოსაწონებლად და პოლიტიკურ კეკლუცობას კი არ მიჰყვება, არამედ ზუსტად იმას აკეთებს, რაც სახელმწიფოს ინტერესებშია და მათ შორისაა, ექიმების ჩამოყვანა. არა მხოლოდ პოლონეთიდან, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ექიმების ჩამოყვანა და მუშაობა, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობა გამოსწორდეს, თუკი ასეთი პრობლემები არსებობს. რასაკვირველია, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებ - ამის შესახებ საუბრობს იუსტიციის მინისტრი, კლინიკა, მთავრობა, პოლიტიკოსები, ეს არყევს იმ სტრატეგიას, რომელიც ხაბეიშვილებს გააჩნიათ. დესტაბილიზაციისთვის აუცილებელია დამატებით კიდევ ერთი კომპონენტი. ეს არის სააკაშვილის ცუდად ყოფნა და მასთან ექიმების არდაშვება, როდესაც იგი მაგალითად, ქართველ ექიმებს არ ენდობა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების დაშვების მოთხოვნით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხელისუფლებას დღეს მიმართა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ამ მიზნით მან უკვე მიმართა იუსტიციის მინისტრს და ახლა ხელისუფლებისგან დროულ გადაწყვეტილებას ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიის მონაწილე საქართველოს პრეზიდენტიც იქნება
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ელჩი რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს გულში ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს, მით უფრო მეტად გააიგივებს ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომში ჩავიდა და 18 მაისს ვატიკანში ახალი რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება
მეუფე შიო: ოჯახი არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთ სიმძიმის ტვირთვით, ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
არქივი