მამუკა მდინარაძე: ნებისმიერი ჯგუფის უფლებები უნდა დავიცვათ, მაგრამ მეორე მხრივ უნდა ვამხილოთ, როცა ლგბტ პროპაგანდით ადამიანები გარკვეულ საკითხებს გვაპარებენ, რათა ჩვენი კრიტიკა მოხდეს დეპარტამენტისა და სხვა ანგარიშებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
195 21 მარტი 2023, 15:19

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, რომ „უნდა გავმიჯნოთ ლგბტ პროპაგანდა და მათი უფლებების დაცვა“.

მდინარაძის თქმით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით დღეს საქართველო ზენიტშია, რასაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს.

„უნდა გაიმიჯნოს ძალიან მნიშვნელოვანი თემა – ლგბტ ადამიანების უფლებები და მათი პროპაგანდისტები. ქართული საზოგადოების რეაქცია მახსოვს, როცა ევროპული მომავლის დავალების პარალელურად, კონსტიტუციაში ჩავწერეთ – ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა. ეს არის ქართული საზოგადოების დაკვეთა. ჩვენ ამ ფონზე უნდა გავმიჯნოთ ლგბტ პროპაგანდა და მათი უფლებების დაცვა. ნებისმიერი უმცირესობის, ნებისმიერი მოწყვლადი ჯგუფის უფლებები უნდა დავიცვათ, ვისაც შეიძლება გარკვეული თეორიული რისკები და საფრთხეც კი შეექმნას, მაგრამ მეორე მხრივ, უნდა ვამხილოთ, როცა ლგბტ პროპაგანდით ადამიანები გარკვეულ საკითხებს გვაპარებენ, რათა შემდეგ ჩვენი კრიტიკა მოხდეს დეპარტამენტისა და სხვა ანგარიშებში. რადიკალური ოპოზიციის ნაწილს თუ სურს, ლგბტ თემის პროპაგანდისტები იყვნენ, იყვნენ და მათ პასუხს საზოგადოება გასცემს. ამ თემას არ ეკარებიან, აპარებენ, ეშინიათ. უფლებების დაცვა ცოტა სხვანაირად ხდება. ყველას უფლებას დავიცავთ და საქართველოს უახლოეს ისტორიაში უფლებების დაცვა არის ზენიტში. პროპაგანდისტობა თუ უნდათ, ეს სხვა საკითხია და საზოგადოების რეაქცია კარგად იციან. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანა ზენიტშია და ამას ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი: ვაპირებ გადაწყვეტილების მიღებას - ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ანუ მასიური სანქციები, მასიური ტარიფები, ან არაფერს არ გავაკეთებთ და ვიტყვით, რომ ეს თქვენი ბრძოლაა
ვლადიმერ პუტინი - რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობები დაბალ დონეზეა, თუმცა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლასთან ერთად გვირაბის ბოლოს სინათლე გამოიკვეთა
ლევან მაჭავარიანი: ნუ დაგავიწყდებათ, 2024 წლის არჩევნებამდე ლორა თორნტონმა გაიდლაინი გადასცა რადიკალურ ოპოზიციას, სადაც პირდაპირ გაწერილი იყო, თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა, როგორ უნდა მოეხდინათ საპროტესტო მუხტის აწევა
სპეციალური პენიტენციური სამსახური: სამსახურის ხელმძღვანელმა, ბეჟან ობგაიძემ დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა
POLITICO: ტრამპი მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად უკრაინას მოუწევს შეთანხმების მიღება, რომელიც დიდწილად რუსეთის პირობებზე იქნება დაფუძნებული
არქივი