რობერტ კოხის ინსტიტუტი: მოსახლეობის 60-70 პროცენტი კორონავირუსით დაავადდება, გამოჯანმრთელდება და იმუნიტეტს გამოიმუშავებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
161 17 მარტი 2020, 16:09

გერმანიის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ, რობერტ კოხის ინსტიტუტმა  კორონავირუსის საფრთხის დონე შეაფასა როგორც „მაღალი“.  

„ჩვენ შევნიშნეთ, რომ კარგად აღჭურვილი კლინიკებიც კი, ამჟამად, პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რაც შესაძლებელია, რომ შევწყვიტოთ ინფექციის ნებისმიერი შესაძლო ჯაჭვი“, – განაცხადა რობერტ კოხის ინსტიტუტის პრეზიდენტმა  ლოთარ ვილერმა.

მისი თქმით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ინსტიტუტის მიერ აღრიცხულ რიცხვს.

ამასთან, რობერტ კოხის ინსტიტუტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კორონავირუსის  პანდემია შესაძლოა, ორ წელს გაგრძელდეს და ამავე დროს აღნიშნა, რომ ბევრი რამ  ვაქცინის შემუშავების  ვადებზეა დამოკიდებული.

ლოთერ ვილერი ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, პლანეტის მოსახლეობის 60-70 პროცენტი კორონავირუსით  დაავადდება, გამოჯანმრთელდება და იმუნიტეტს გამოიმუშავებს, თუმცა ამ ეტაპზე შეუძლებელია პროგნოზირება, რამდენად სწრაფად მოხდება ეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტთან, კამერების დენის წყაროს დაზიანებისთვის ბრალდებულ არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი ქადაგიშვილი: დაკავებული არიან პროპაგანდით, რომ გვრიტიშვილის, მურუსიძის და ა.შ. სასამართლოა, მაგრამ სინამდვილეში ობიექტური კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო მსოფლიო სასამართლო სისტემაში 36-ე ადგილს იკავებს და ევროპაში საუკეთესო ოცეულშია
ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად არჩევენ თეთრს და შავს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები, რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება ჭორაობის გარდა
ზაალ ანჯაფარიძე: ევროპული ინტიტიტუციების მიერ დადგენილი ინდიკატორების მიუხედავად, ევრობიუროკრატიას თვალები აქვს დახუჭული, ისევ გვიმტკიცებს, რომ მაინც ჩამოვრჩებით მათ ფავორიტებში აღმოჩენილ სომხეთს, მოლდოვასა და უკრაინას
გიორგი ცუცქირიძე: სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე რამდენად სუბიექტურია ოპოზიციის შეფასებები, თავად ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს - სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა!
არქივი