განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გელა გელაძე წარადგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
203 28 მარტი 2023, 13:32

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მოადგილის თანამდებობაზე გელა გელაძე წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გელა გელაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ვალერიან გობრონიძეს შეცვლის. ის კურატორობას გაუწევს სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების, ეკონომიკურ, იურიდიულ და ადმინისტრაციის დეპარტამენტებს, ასევე სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

გელა გელაძეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. აღსანიშნავია, რომ ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში 2018 წლიდან მუშაობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Euronews: ფონ დერ ლაიენმა ზელენსკის დაურეკა და ახალი ანტიკორუფციული კანონის თაობაზე განმარტებები მოსთხოვა
უკრაინის პრეზიდენტმა სამართალდამცავი და ანტიკორუფციული უწყებების ხელმძღვანელები შეკრიბა და საგანგებო თათბირი გამართა
ირაკლი ქადაგიშვილი FARA-ზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე: გამოქვეყნებული დოკუმენტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ გარკვეული შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ არსებობს
ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები გუშინ თავს დაესხნენ საქართველოს საპატრიარქოს, ჰერჩინსკი ან გაემიჯნება, ან ეს იქნება განხილული, როგორც პირადად ჰერჩინსკის თავდასხმა ეკლესიაზე
სავალუტო ფონდის მორიგი შეფასება, მართლაც გასაოცარი შედეგები დასტურია იმის, თუ რატომ უნდა მიჰყვე შენს ეროვნულ ინტერესებს
არქივი