ბოლშევიკური „ტროიკა“ უფრო რადიკალური დაჯგუფება აღმოჩნდა, ვიდრე თავად „ნაცმოძრაობაა“. - „ტროიკის“ აქტიური მხარდამჭერი თუ აქტივისტი აღმოჩნდა პირველი ბრალდებული, რომელიც მხილებულია მძიმე დანაშაულში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
160 30 მარტი 2023, 14:58

ბოლშევიკური „ტროიკა“ უფრო რადიკალური დაჯგუფება აღმოჩნდა, ვიდრე თავად „ნაცმოძრაობაა“. ამას ხომ მოხერხება უნდოდა! ამ „ტროიკის“ აქტიური მხარდამჭერი თუ აქტივისტი აღმოჩნდა პირველი ბრალდებული, რომელიც მხილებულია მძიმე დანაშაულში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს 7-9 მარტის აქციების დროს დაკავებულზე განუცხადა.

„როგორც აღმოჩნდა, სამართალდამცველებზე ძალადობაში ბრალდებული ბოლშევიკური „ტროიკის“ მხარდამჭერია, მისი მამაც, როგორც მე ვიცი და შესაძლოა, ვცდებოდე, თუმცა არ მგონია. ეს ადამიანი, ბრალდების მიხედვით, სავარაუდოდ, აქტიურ მონაწილეობას იღებდა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით ბრძოლაში და ეს იყო მათი სტილი. შემთხვევითი არაა, რომ ახლა ვრცელდება ფოტო ვაშაძისა და მისი მამის, ერთად გადაღებული. ვაშაძე იყო მოწოდების ავტორი, რომ თქვა აბა, ახლა პარლამენტს ალყა დავარტყათო (ზუსტად აღარ მახსოვს, როგორ თქვა). ყოველ შემთხვევაში, ეს არ არის დამთხვევა, ბოლშევიკური „ტროიკა“ უფრო რადიკალური დაჯგუფება აღმოჩნდა, ვიდრე თავად „ნაცმოძრაობაა“. ამას ხომ მოხერხება უნდოდა! ამ „ტროიკის“ აქტიური მხარდამჭერი თუ აქტივისტი აღმოჩნდა პირველი ბრალდებული, რომელიც მხილებულია მძიმე დანაშაულში“, - განაცხადა მდინარაძემ.

სამართალდამცველებმა 7-9 მარტის აქციების ერთ-ერთი მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს. იგი აქციაზე პოლიციელებს ქვებსა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ესროდა. ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. მომხდარ ფაქტებზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში მამის მიმართ ძალადობის მუხლით ნასამართლევი ლაზარე გრიგორიადისი ელენე ხოშტარიას პარტია „დროას“ წევრია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებს მოუწოდებს, გაზარდონ ინვესტიციები უკრაინისთვის საჭირო იარაღის წარმოებაში
ვლადიმერ პუტინი - კიევის ხელმძღვანელობა ტერორისტული აქტების ორგანიზებაზე გადავიდა, თან საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას და შეხვედრას ითხოვს უმაღლეს დონეზე - ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს ტერორისტებთან?
იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულად აცხადებს გზების ბლოკირებასა და საზოგადოებრივი ქონების დაზიანებას
პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებას მშვიდობა არ სჭირდება
გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს რეზოლუცია თუ ნებისმიერი განცხადება უცხოეთიდან იმაზე მეტყველებს, რომ ეს ხალხი ვითომ პოლიტიკოსებად და „ენჯეოშნიკებად“ წოდებულები ჩამოკიდებული არიან მათ უცხოელ პატრონებზე
არქივი